” ზენიტმა ” ტურინს ოფიციალური წინადადებით მიმართა
პრესაში გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად , ” ზენიტმა ” ოფიციალური წინადადებით მიმართა ტურინის ” იუვენტუს ” მირკო ვუჩინიჩის თაობაზე . ლუჩანო სპალეტის გუნდი მზად არის ჩერნოგორიელი თავდამსხმელის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაიხადოს , მაშინ როდესაც აპენინელები 19 მილიონს ითხოვენ .
წყარო : Canale Juve
ეგრე რაა!!!!!!
მოკლედ ესეთი სატრანსფერო ამბებია:
1.მაძარის ძალიან სურს ისლა და 95%-ით გადაწყვეტილია კიდეც მისი ინტერში გადასვლა, შესათანხმებელი დარჩა ტრანსფერის ღირებულება. თავად ფეხბურთელმა კი დიდი ხანია გამოთქვა სურვილი ინტერში თამაშის.
2.ჟოზე მაურინიო ძალიანაა შეყვარებული კლაუდიო მარკიზიოზე და მიუხედავად იმისა, რომ თავადაც ხვდება თუ რა მცირე დი შანსი აქვს მისი ლონდონში ჩაყვანის, მაინც ცდილობს გაიბრძოლოს მის გადმოსაბირებლად. მათი წინადადება ასეთია: ფერნანდო ტორესი პლიუს თანხა, რომელსაც იუვე მიიღებს კლაუდიოს სანაცვლოდ. იუვემ არაერტხელ დაბლოკა წინადადება კლაუდიოს ტრანსფერტან დაკავშირებით, მაგრამ ამ ,,ოფერზე” მათი პასუხი ჯერ უცნობია.
3.სტეფან იოვეტიჩი ისევ პოპულარულია სატრანსფერო ბაზარზე, იუვეს კონკურენტად მან.სიტი გამოუჩნდა. რომელიც დაუბრუნდა ჩერნოგორიელის ტრანსფერს და დელა ვალეს მიერ მოთხოვნილ 30მილიონს უსიტყვოდ აკმაყოფილებენ. სრული თანხა იოვეტიჩის სანაცვლოდ. კლუბისთვისაც მომგებიანი სწორედ რომ გაყიდვაა, რამეთუ მათ მარიო გომესი შეიძინეს, და პლიუს მოსისხლე მტრის გუნდში არ მოუწევთ მისი გაყიდვა. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ იოვეტიჩი არც კონტრაქტს ახანგძლივებს და არც სხვა გუნდის გაგონება არ უნდა გარდა იუვესა, ფეხბურთელის სურვილმა შეიძლება დიდი როლი ითამაშოს ამ ტრანსფერში. ამას თან ერთვის ისიც, რომ იების მთავარ მწვრთნელს კვალიარელას გუნდში ხილვა სურს, და არც ფაბიოა წინააღმდეგი ფიორეში თამაშის.
4.ძალიან საინტერესო ინფორმაცია მოდის გერმანიიდან, ცოტა გამაოგნებელიც კი… მას შემდეგ რაც ვოლსბურგსა და იუვეს შორის ურთიერთობა დამყარდა, დიეგო-ბარძალის ტრანსფერებთან დაკავშირებით, ისინი არ წყვეტენ კავშირს ტურინულ გრანდთან. მათ ინტერესის სფეროში მოექცა იუვეს ორი შემტევი: მირკო ვუჩინიჩი და სებასტიან ჯოვინკო… რა თანხასა და რა შეთანხმებაზეა საუბარია გერმანელების მხრიდან ეს ჯერ უცნობია. რაც შეეხება მირკოს, შეგახსენებთ, რომ ვოლსბურგის გარდა, მისი გუნდში ხილვა სურს: მილანის-ნაპოლის-ტოტენჰემისა და ზენიტის მთავარ მწვრთნელებს.
5.გამომდინარე იქიდან, რომ იუვემ უცებვე დაიმატა 2 ძლიერი ფორვარდი ტევესი-ლორენტეს სახით, ეს ავტომატურად ნიშნავს გუნდიდან 2 ფორვარდის წასვლას. არსებული ოთხი ფორვარდთა სია და წასვლა-დარჩენის შანსები შემდეგნაირად გამოიყურება:
1.ალესანდრო მატრი – მისი წასვლა 99%ით გადაწყვეტილია, ეგ კიარა და გუნდის სახელიც ცნობილია. მილანი. თუმც იმ 1-%ში ლაციო მოიაზრება.
2.ფაბიო კვალიარელა – ფიორენტინა-სოსიედადი ეს ის 2 გუნდია რომელსაც სურს მის რიგებში იხილოს იუვეს 27-ე ნომერი. სოსიედადი ლიგისთვის ემზადება, ფიორენტინა კი გომესის ღირსეულ მეწყვილეს ეძებს, რამეთუ იოვეტიჩი ფაქტიურად ფორმალურადაა ჯერ კიდევ იების ფეხბურთელი.
3.მირკო ვუჩინიჩი – ზენიტი-ნაპოლი-მილანი-ტოტენჰემი-ვოლსბურგი-კონტე რთულია გადაწყვიტო მისი ბედი… ვნახოთ რა მოხდება, ერთი კი ცხადიო, თუ იოვეტიჩი მოვიდა გუნდში, ეს მირკოს წასვლას ნიშნავს…
4.სებასტიან ჯოვინკო – 100%-ით ტურინში და კერძოდ იუვენტუსში რჩება, მის მიმართ ვოლსბურგმა-ინტერმა და ნაპოლიმ გამოხატა ინტერესი, თუმც ის კონტეს მოთხოვნით დააბრუნეს გუნდში და მისი ტრანსფერი დაბლოკილია.
6. სასიხარულო ინფორმაციით დავამთავრებ დრევანდელ ნიუსებს: მაროტამ მიაღწია შეთანხმებას არტურო ვიდალთან. ჩილელი ბრილიანტი გუნდში 2018 წლამდე დარჩება, მისი ანაზღაურება 4მილიონ ევრომდე გაიზარდა + ბონუსები.
პ.ს. ბიჭებო ბევრი დრო არ მაქვს, ეხლაც სამსახურში ვარ, მაგრამ იმდენი წუწუნი მესმოდა ამ საიტზე, ინფოებტან დაკავშირებით რომ, დრო გამოვნახე და იმედია ტყუილად არ მიშრომია. მოგეწონებათ და ნუ მიაქცევთ ყურადღებას ეხლა წინადადების 100-იან გაუმართაობას, სწრაფად ვწერდი და თან არანაირი თრანსლეითის დახმარებით. მოკლედ ინფორმაცია მიიღეთ და რეპეტიტორობა გვერდზე გადადეთ
ვააა ჩვენი ტრუსინიჩა მიდისო? :D ამაზე სასიამოვნო დიდი ხანია არ მომისმენია ამ საიტზე. :* ნწუ, ნწუ, ნწუუ თურმე რამდენს დაეწვება გული ჩვენი ბოლო 2 წლის ტრუსგახდილი ლიდერისა და “ყველაზე კლასნი” ფროვარდის გაყიდვით. :( ოღონდ შენ არა მირკოოოო, ოოოოხ მირკო მირკოოო! :D ტაკს ეხლა მოდი სერიოზულად! გაყიდეთ კი არა გააჩუქეთ მაგის მომყვანს მო…ან სუყველაფერიი, ზედ მეორე ფალოსმეისტერი ჯოვინკო და სიენა მატრიც მიაყოლეთ! შემდეგ ვიყიდოთ იოვეტიჩი და საკმაოდ მძლავრი და მობილური თავდასხმა შეიკვრება ტევეს-ლორენტე-იოიო-კუალიარელას სახით. :*
გომესი გადავიდა ფიორეში და იმედია ამით კიდე უფრო გაიზრდება შანსები იოვეტიჩის ტრანსფერზე
არა არა ჯოვინკო ვუჩი დასატოვებელია..მატრი კვალიარელა ყველა კი მენანება რაგაც პონტში მაგრამ რათ გვინდა ამდენი თავდამსხმელი:D
კაი მირკო კიდე არაფერი მარა ლორენტეს მატრის ჯოვინკოს 10 თავით მირჩევნია მირკო
მთავარია კვალიარელას არ მოკიდონ ხელი
თქვენ რა თვალები მიხატული გაქვთ?
ეს თუ გაუშვეს და ჯოვინკო დატოვეს მეთქი წაიკითხეთ წესიერად და მერე ილაპარაკეთ!
dito ისე რა გინდა უალეტის ფუნქციას მაინც შეითავსებს გაუნძრევლად იდგება და იქნებ ვინმეს რო გაუჭირდეს თამაშის დროს მოეფაროს ვუჩინიჩს და
რა უმადურებიხართ ეხლა აგარ მოგწონთ ვუჩინიჩი ხოოო?!
კაცმა იუვეს ისტორია დაწერა
ოქროს ასოებით შევიდა იუვეს ისტორიაში
იოვეტიჩი თუ ვერ დაითრიეს ამის გაშვება მართლა სისულელე იქნება..ერთია რო სირბილი ეზარება თორე ტეხნიკასთან მწყრალად ნამდვილად არაა