ოგბონას ტრანსფერი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას
გუშინ ორ ტურინულ კლუბს შორის , მორიგი მოლაპარაკებების რაუნდი შედგა ანჟელო ოგბონას თაობაზე . მაროტას და პარატიჩის ბოლო წინადადება გახლავთ 10 მილიონი ევრო და პლიუს ჩირო იმობილეს კონტრაქტის 50 % , ხოლო მეორე 50 % – თან დაკავშირებით თავად ტორინომ მიაღწია შეთანხმებას გენუურ კლუბთან . მიუხედავად არცთუ ცუდი ფინანსური შეთავაზებისა , მაროტას არ მოუსმენია მეორე მხარისგან სასურველი პოზიცია და შეხევდრა ფაქტიურად უშედეგოდ დასრულდა . იტალიელი ჟურნალისტების მოსაზრებით ეს არ არის დასასრული და მხარეები უკვე დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან ტრანსფერის გასაოფიციალურებლად .
წყარო : tuttosport
ეხლა ვნახე გიო … დავწერე პირველ სტატიაში რამდენიმე მნიშვნელოვანი შენი დაწერილიდან უკვე და … გაიხარე ჯიგარი ხარ .. ცოტა ადრე უნდა მენახა
დავით ქვედა სტატიაში ნახე ჩემი ჩამოწერილები და დააგდე ,,სატრანსფერო ციებცხელების” პონტში
ნუ თუ მოგეწონება, ჩათვალო რა დასადებად