ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანტონიო კონტეს პრესსკონფერენცია

შატიონში გამგზავრებამდე ანტონიო კონტემ ჟურნალისტებისთვის პრესსკონფერენცია გამართა  …

ყველა იმაზე საუბრობს , რომ ” იუვენტუსმა ” კვლავ აჯობა ყველას სატრანსფერო ბაზარზე . როგორც ჩანს ბიანკონერიმ მორიგი ფუნდამეტი ჩადო ახალი სეზონისთვის …

” ვფიქრობ , იუვენტუსი იმისთვის შრომობს , რომ გააგრძელოს პროფესიული ზრდა . ამაში ორი აზრი არ არსებობს . მუშაობა – სწორედ ამ სიტყვით მოვედი კლუბში და პირველი სეზონიდან დაწყებული , მცირე ნაბიჯებით მივიწევთ წინ . აუცილებელია აქვე იტალიაში არსებული ეკონომიკური კრიზისის არ დავიწყება , რომლის ფონზეც კლუბში მომუშავე ადამიანებმა სულ რაღაც 9 მილიონ ევროდ შესამჩნევად გააძლიერეს თავდასხმის ხაზი . ლორენტეც და ტევესიც მაღალი დონის ფორვარდები არიან , რომელთაც ძალუძთ მაღალი მიზნების მიღწევა ” .

2011 წელს , როდესაც თქვენ კლუბში მოხვედით , ფეხბურთელებს განუცხადეთ რომ ორი უკანასკნელი წელი ნეხვის გროვა იყავით და დრო იყო სიტუაცია შეგეცვალათ . ამაზე პირლომაც ისაუბრა თავის ავტობიუგრაფიულ წიგნში . რას ეტყოდით კლუბს ეხლა , მაშინ როცა ზედიზედ ორჯერ შეძელით სკუდეტოს მოპოვება ?

” ვფიქრობ უკანასკნელ ორ სეზონში კლუბი დაიბრუნა ძირძველი ბრწყინვალება და გააგრძელა დიდი ისტორიის წერა . ის წესი და ტრადიცია დავუბრუნეთ , რითაც მთელი მსოფლიო იყო მოხიბლული . ეხლა ყველაფერი 0-იდან არის დასაწყები . ბუნებრივია ბოლო ორი წელი დიდი განძია , რომელიც სწორად უნდა გამოვიყენოთ . თუმცა გვესმის , რომ თუ არ გავაგრძელეთ მუშაობა კიდევ უფრო მეტად , მაშინ წარუმატებლობას ვერ გავექცევით , ჩვენ კი ამისი სურვილი ნამდვილად არ გვაქვს ” .

მანამ სანამ გუნდის პოტენციალს შეაფასებდით , გქონდათ თუ არა ანიელის ბოლო ინტერვიუ შეფასებული ? და ძალიან გთხოვთ იქნებ გვიამბოთ ჯიაკერინის შესახებ …

” ყველაზე მთავარი არის ის , რომ მეც და კლუბიც ერთიანი ვართ . არ არის მთავარი კარგად კეთდება თუ ცუდად , მთავარია რომ იგი ერთად , ერთიანი ძალებით ხორციელდება . რამდენიმე წარმატებული გასროლა გავაკეთეთ , რისი დამსახურებითაც გამარჯვებების გზას დავუბრუნდით . დღეისათვის აპენინებზე მძიმე სიტუაცია სუფევს და თუ ფორვარდში 9 მილიონს ვიხდით , მაშინ აუცილებელია ამ 9 მილიონის კომპენსირება მოხდეს და კლუბის მესმის ამ დროს . ჯერ ჯერობით ემანუელეზე რაიმე ოფიციალურის თქმა არ შემიძლია . ბუნებრივია ყველა იმ შეგირდთან , რომელთანაც ბოლო ორი წელი მიმუშავია , განსაკუთრებული კავშირი მაქვს . ისინი პირადად ჩემთვის ხელშეუხებელნი არიან . მაგრამ მესმის ისევ და ისევ კლუბის და ისიც , რომ მათ სარფიან კონტრაქტებს სთავაზობენ . ამ მხრივ ბედნიერი ვარ მის გამო . მაგრამ თუ მკითხავთ , ვარ თუ არა კმაყოფილი ჯიაკერინის გასხვისებით , გეტყვით რომ არა ” .

როგორ მუშაობს კლუბი ეხლა , როცა რამდენიმე მათგანმა იცის , რომ მისი აქ ყოფნა დროებითია …

” ჩვენ ერთი გუნდი ვართ , ყველანი ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ ვართ დაკავშირებული და თითოეულ მათგანს ძალზედ ვაფასებ . სხვაგვარად უბრალოდ ვერც იქნებოდა . ყოველთვის მადლიერი ვიქნები მათი იმის გამო , რაც გააკეთეს . დღეისათვის ჩვენ ისევ ერთი გუნდი ვართ და მე მათ თვალებში ისევ ვხედავ იმ მოტივაციას , რითაც ორჯერ ზედიზედ მოვახერხეთ სკუდეტოს მოპოვება ” .

ფორვარდების რიცხვი გაიზარდა … ხელოვნურად ხომ არ ჰქმნით პრობლემას ?

” არა . ექვსი ფორვარდია ჯერ ჯერობით და შევხედოთ რა იქნება მოგვიანებით . ყველამ კარგად იცის , რომ რაღაც პირადი სიმპატიები არავის მიმართ არ გამაჩნია . აი დღესაც მაგალითად , თავში არ მაქვს ის მომენტი , რომ რომელიმე მათგანი სასტრატოს წევრია და რომელიღაცა სათადარიგოსი . გადაწყვეტილებას კვლავინდებურად მივიღებ უშუალოდ მთელი კვირის მანძილზე , წვრთნების დროს ნაჩვენები შედეგებიდან ” .

რა შესყიდვებიც კლუბმა განახორციელა , აღმოფხვრა თუ არა ჩამორჩენა ბაიერნთან ?

” ( იცინის ) თქვენ ჟურნალისტებს ადვილად შეგიძლიათ ამაზე საუბარი . ბარსელონამ ნეიმარი შეიძინა , ხოლო ბაიერნმა ყველაფერი მოიგო და შემდგომ გიოტცე დაიმატა . ანუ ჩვენ კიდევ უფრო მოვშორდით მათ ? ეს არასწორი ინტეპრეტაციაა . მთავარი ისაა , რომ თუ ისინი გაძლიერდნენ , იგივე უნდა მოვიმოქმედოთ ჩვენც . ეკონომიკური კუთხით არ ვართ მათი კონკურენტები , რადგან არ შეგვიძლია 36 მილიონის გიოტცეში გადახდა, 30 ის მხიტარიანში და 63 მილიონის კავანიში მიცემა . ნაპოლისთვის ეს საერთოდ საჩუქარია , მათ შეუძლიათ კოლოსალური ინვესტირება განახორციელონ მომავალი სეზონისთვის და მნიშვნელოვნად გააძლიერონ კლუბი . თუმცა , სიმართლე გითხრათ არ მსურს კავანის იტალიიდან წასვლა ” .

მოახერხეთ თუ არა ტევესთან გასაუბრება და რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ მან ? გუნდს პლიუს ლორენტეც შეუერთდა და იგეგმება თუ არა წინა ხაზში ცვლილებები ? ოთხ მცველს ხომ არ ვიხილავთ ?

” ეს ფეხბურთელები იმიტომ შევიძინეთ , რომ ისინი სრულად აკმაყოფილებდნენ ჩვენს სათამაშო პრინციპებს . დღეს ჩვენ ახალგაზრდა ტალანტი ოგბონაც შემოგვიერთდა , რომელსაც აქვს პოტენციალი გახდეს საუკეთესო და არა მარტო იტალიაში , მსოფლიოში ! ნებისმიერი ჩვენი სვლა , არ ყოფილა ბრმად გადადგმული , ეს არის ხანგრძლივი დაკვირვების და მუშაობის შედეგი , რათა მინიმუმამდე დაგვეყვანა წარუმატებლობის რისკი . რაც შეეხება ტევეს , როდესაც პირველად ვესაუბრე მისმა საფეხბურთო ბრაზმა , სულისკვეთებამ და შემართებამ გამაოცა . სასიამოვნო გაკვირვებისაგან აღარ ჩავთვალე საჭიროდ ბევრი მესაუბრა რა როგორ იყო , რადგან ის სწორედ ის ფეხბურთელია რომელიც გვესაჭიროებოდა ” .

 

წყარო : TuttoJuve.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

53 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
arseni
11 years ago

კავანის სხვა ჩემპიონატში წასვლა სერია ა-სთვის დიდი დანაკარგია … სერია ა ჰოლანდიის ჩემპიონარტს დაემსგავსება მალე სადაც წამყვან ფეხბურთელებს ზაფხულობით მასიურად ახევენ გუნდებს უცხო ქვეყნის კლუბები ….

delpieronedved
11 years ago
Reply to  arseni

:(

delpieronedved
11 years ago

მე 30 აგვისტომდე უნდა მოვასწო ზგვა ნედვედის დაბადების დღეზე ვარ დაბადებული :love: :love: :love: :love: :love: :love:

delpieronedved
11 years ago
Reply to  delpieronedved

აუ 15-აგვისტომდე მდე ბორჯომში რა გაძლებს

delpieronedved
11 years ago
Samtrediel90
11 years ago

ესენი იმდენს ტირიან ვატყობ არსენალი 2-ად უნდა გადააქციონ კლუბი :blin:

forza bianconeri
11 years ago

აბა მაგრად ძმებო წავედი დასასვენებლად მე :forza: :forza: :forza: :forza:

Samtrediel90
11 years ago

რა გეჩქარება,მოგეცადა ცოტა :givi:

კარგ დროსტარებას გისურვებ :kiss:

| Newsphere by AF themes.
53
0
Would love your thoughts, please comment.x