ვიდალი : ” მხოლოდ იუვე ! ” / მაროტა : ” დიამანტი ? სისულელეა ”
პირველი ვარჯიშის შემდგომ შატილიონში , არტურო ვიდალმა და ჯუზეპე მაროტამ ჟურნალისტების რამდენიმე შეკითხვას გასცეს პასუხი : ” მოხარული ვარ რა თქმა უნდა რეალის დაინტერესებით , მაგრამ ტურინში თავს როგორც საკუთარ სახლში ისე ვგრძნობ . რაც შეეხება მადრიდის თემას , გამოდის რომ ყველაფერს კარგად ვაკეთებ , რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში სამეფო კლუბი შენი პერსონით არ დაინტერსდება არასოდეს . თუმცა , მხოლოდ შავ თეთრი მაისურისთვის დავიხარჯები მაქსიმალურად ” . შემდეგ ჯერი ჯუზეპე მაროტაზე დადგა : ” დიამანტი ? სიმართლე გითხრათ ბოლონიასთან არანაირ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ . ალესანდრო ნამდვილად არ შედის იმ ფეხბურთელთა რიცხვში , რომელიც ჩვენს სათამაშო სქემაში ჩაჯდება . რაც შეეხება ისლას … ინტერმა მართლაც გააკეთა ოფიციალური განაცხადი , მაგრამ მათმა შემოთავაზებამ არ დაგვაინტერესა . ამიტომ მოლაპარაკებებმა არანაირი პროგრესი არ განიცადა . ფეხბურთელთან კი ამ საკითხზე არ გვისაუბრია , რადგან არ ვაპირებთ ინტერის წინადადების განხილვას ” .
წყარო : Tuttojuve
ჯაკერინი გაყიდეს უკვე? მე ოფიციალურრი განცხადება არ მიანახავს ამის თაობაზე.
დიამანტი ? სიმართლე გითხრათ ბოლონიასთან არანაირ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ . ალესანდრო ნამდვილად არ შედის იმ ფეხბურთელთა რიცხვში , რომელიც ჩვენს სათამაშო სქემაში ჩაჯდება!!!
ამის სიტყვების მერე, რაღა დავიჯერო? ანუ ყველაფერი მონაჭორი იყო? ეს 4 დღეა რომ მიდის ბაზარი რომ მის გამო ჯაკე გაიყიდაო, ბოლონია 10ს ითხოვს და იუვე 7-ს სთავაზობსო!!!
კი ბატონო ნუ მოვა. მე ოგბონა მივიღე უკვე, და ბონავენტურა ოცნებად დამიტოვეს :(
ეხლა მე გუნდიდან გაშვება უფრო მაწუხებს ვიდრე ყიდვა
პეპე ჯოვინკო ხო არის ორივეს შეუძლია მარჟვენა ფლანგზეც და მარცხენაზეც თამაში უფრო პეპეს )…და კონტეს ამბავიც ხო იცით რა კაცმა არ იცის რა წყობას დააყენეებს დიიამანტის ისე იძახით თითქოს იყოს რამე რა შეიძლება ტევესი არბენინოს ფლანგზე და წინ ორი თავდამსხმელი გაუშვას ლორენტე სულ წინ და ვუჩინიჩი ჩამოწეული ნუ ეს წყობა დიდად არ მომწონს მარა ესეც შეიძლება
ასამოაც აგერ არ გვყავს ასე რომ მე ვერავითარ პრობემას ვერ ვხედავ
იმდენს ვაქებ ამ მაროტას რო უკვე მეც დამაბნია
რას ჩალიჩობს ვეღარ გავიგე 
მგონი მართლა გაუბერეს ამათმა
მაშინ ჯაკერინი რატო გაყიდე ღადაობენ ესენი ტო, კოლაროვი მაინც მოიყვანეთ ))
ეს მაროტა ან მართლა ძაან დებილია ან მე ვერ ვხვდები რაღაცას. აბა ჯაკერინი რაღაზე გაუშვით ბიჭო