ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლორენტე გულშემატკივრების წინაშე წარსდგა

შატილიონში ჩასული “ბიანკონერები” მუდმივად ყურადღების ცენტრში არიან. “იუვენტუსის” ფეხბურთელებსა და გუნდის ხელმძღვანელობას მაქსიმალური კონტქტი აქვს გულშემატკივრებთან. ამჯერად მათ წინაშე ფერნანდო ლორენტე წარსდგა..

უკვე საკმაოდ კარგად საუბრობ იტალიურად..

ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ აქ ჩამოსვლამდე იტალიური მესწავლა. მიხარია, თუ თვლით, რომ გამომივიდა.

ახალი თანაგუნდელები გაიცანით? რომელს დაუმეგობრდით ყველაზე მეტად?

” ყველა გავიცანი და ყველა ძალიან სასიამოვნო ადამიანია. ყველა მათგანთან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. ”

შენი მეტსახელი, “მეფე ლომი” მოგწონს?

მეტსახელით ძალიან კმაყოფილი ვარ, მადლობა ყველას. ”

ჩვენ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის წინაშე ვიმყოფებით. ალბათ საოცარი მოგონებები გაქვს

ნამდვილად ასეა, ეს მომენტები ჩემს მოგონებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ეს ყველაზე საოცარი რამაა, რაც კი ოდესმე გადამხდენია.

ქალაქი ტურინი როგორ მოგეწონა?

ძალიან ,ძალიან მომეწონა.

გახსოვს ბავშვობაში შენი თავი, როცა უკვე გადაწყვიტე, რომ ფეხბურთი უნდა გეთამაშა?

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ ეს მომენტი მახსოვს. ბავშვობაში მინდოდა, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამომეყენებინა და დიდ გუნდში თამაშის შანსი მიმეღო.”

კიდევ რომელი სპორტით ინტერესდებით, ფეხბურთის გარდა?

ბევრი რამ მაინტერესებს. მათ შორის განსაკუთრებულად, ჩოგბურთს გამოვყოფდი.”

არსებობს ვინმე განსაკუთრებული ადამიანი, ვისი თამაშებზე დასწრებაც შენთვის მნიშვნელოვანია?

დიახ, ასეთი ადამიანი არსებობს და ის ჩემი ძმაა.

რა ჰქვია?

ჩუსი.”

რას გრძნობდი პრეზენტაციის დღეს, როცა “იუვენტუსის” მუზეუმში მოხვდი?

რაღაც ისეთი დიდებული ვნახე, რაც არასოდეს მენახა. უბრალოდ განცვიფრებული დავრჩი. ”

მეგობარი გოგონა გყავს?

დიახ.”

წყარო: tuttojuve

8 thoughts on “ლორენტე გულშემატკივრების წინაშე წარსდგა

  1. gag100
    aლესიოს რო ეჩხუბა, იმის გამო კი არა რო სკამზე ჯდომა არ უნდოდა, უბრალოდ იმ თამაშში ყველაზე აქტიური კვალიარელა იყო და ყველაზე ნაკლებად მაგი იმსახურებდა შეცვლას და დაუმსხურებლად რო გაიყვანა მიტო უთხრა რაც უთხრა
    სკამზე რო მოუწევს ჯდომა თვითონაც იცის და მისმა აგენტმაც თქვა რო სკამზე ჯდომას შეგუებულიაო და კონტრაქტის ბოლომდე რჩებაო

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.