სტორარი ჭორებს უარყოფს
მარკო სტორარი 2010 წელს “იუვენტუსის” რიგებში ჩარიცხვის შემდეგ ამ გუნდის ნაწილად იქცა და არაერთხელ, ბუფონის ღირსეულ შემცვლელადაც წარმოაჩინა თავი. როგორც ჩანს, იტალიელი კარის დარაჯი 2013/2014 სეზონებსც “ბიანკონერის” რიგებში ჩაატარებს: ” რა თქმა უნდა, სასიამოვნოა ეს სატრანსფერო ჭორები, როცა სხვა გუნდებთან აკავშირებენ შენს სახელს. მაგრამ “იუვენტუსთან” კონტრაქტი ჯერ კიდევ მაკავშირებს და აქ მინდა დარჩენა. დიდი სათამაშო დრო არ მეძლევა და ეს გასაგებიცაა, ამ გუნდში ხომ ისეთი ფენომენი იცავს კარს, როგორიც ჯიანლუიჯი ბუფონია. ” -აცხადებს სტორარი.
წყარო: football italia
აუუ მაგარი კაცია მარკო და აი თუ აკვირდებით სათადარიოგჰოზეც კი დიდი დატვირთვააქ რო ზის გლოის დროს სულ ეს მირბის და რავი რააა მარტლაც ნაწილია ეს დღევანდელი გუნდის
ეს მაგარი კაცია. ბუფონი ღირსეულად შეცვალა