ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მატრი გულშემატკივრების წინაშე წარსდგა

ალესანდრო მატრი , გახდა კიდევ ერთი იუვენტინო , რომელიც გულშემატკივრების წინაშე სცემდა კითხვებს პასუხებს , რომელსაც შესაბამისად კრისტინა კიაბოტო და DJ Nana უსვავდნენ …

” დასაწყისი ყოველთვის რთულია და გამონაკლისი არც წლევანდელი წინასასეზონო სამზადისი იყო , თუმცა სასიამოვნოა იმის გაცნობიერება , რომ ახალი კალენდარული სეზონი მალე აიღებს სტარტს ” .

ერთ ერთი კითხვა , მატრის სადებიუტო შეხვედრას შეეხო ჩემპიონთა ლიგის ტურნირში და ფორვარდმა აღიარა , რომ მისი ოცნებები განაგრძობს ახდენას : ” არაჩვეულებრივი გრძნობა იყო ჩემპიონთა ლიგის ტურნირში ასპარეზობა , ეს რეალურად ყველაზე მნიშვნელოვანი გათამაშებაა , სადაც მონაწილეობა მიმიღია . პატარაობიდანვე მქონდა ოცნებად , ზუსტად ამ ტურნირზე ასპარეზობა . და მე ამას მივაღწიე ! ” .

მან ასევე გაამხილა თუ როდის მივიდა პირველად სტადიონზე და რამ გადააწყვეტინა გამხდარიყო პროფესიონალი ფეხბურთელი …

” პირველი მატჩი , რომელიც ვიხილე იყო სან სიროზე გამართული დაპირისპირება ინტერსა და ნაპოლის შორის . საკმაოდ დაძაბული შეხვედრა გამოდგა . როდესაც ასეთ დიდ არენაზე ხვდები , რომელიც სავსეა გულშემატკივრებით , ოცნებობ მხოლოდ ერთ რამეზე … ასპარეზობდა იქ იმ მოთამაშეების გვერდით და ანიჭებდე ტიფოზებს სიამოვნებას გატანილი გოლებით ” .

მატრიმ ბიანკონერის ვიდეოზეც ისაუბრა და კონკრეტულად ჰარლემ შეიკზე …

” ძალიან დიდი სიამოვნება მივიღეთ . როდესაც ასეთი იდეები ჩნდება , ისინი აუცილებლად უნდა განხორციელდეს და იმედი მაქვს მომავალშიც , ასეთი არა ერთი საინტერესო ჩანაფიქრი ახდება ” .

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x