ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ოგბონა : ” მხოლოდ ” იუვენტუსში ” მსურდა ასპარეზობა ”

” ყოველთვის ვუყურებ დღევანდელ დღეს და მომავალს და ნამდვილად არ მიმაჩნია საკუთარი თავი გამყიდველად . ფეხბურთელები პირველ რიგში პროფესიონალები არიან . ჩემი გული სწორედ მას ეკუთვნის , სპორტის ისეთ სახეობას , რომელსაც მთელს მსოფლიოში თამაშობენ . ვფიქრობ , თითოეულ ფეხბურთელს სურს მაღალ დონეზე ასპარეზობა და ამ მხრივ გამონაკლისი ნამდვილად არ ვარ . ჩემი გადაწყვეტილება არა გამყიდველი ადამიანისას ჰგავს , არამედ სპორტსმენისას , რომელიც ამბიციურია . დერბი ? რთული დაპირისპირება იქნება , მაგრამ თავსატეხებს არასოდეს გავურბოდი . სიმართლეს გეტყვით და რეალურად მხოლოდ ” იუვენტუსში ” მსურდა კარიერის გაგრძელება . საერთოდ არც კი განვიხილავდი სხვა კლუბების შემოთავაზებას , რადგან დღეისათვის მე იტალიის საუკეთესო და მსოფლიოს ყველა დროის ერთ ერთ საუკეთესო გუნდში ვირიცხები . ეს იყო საშუალება , რომელზედაც უარს არასოდეს ვიტყოდი . პრანდელისთან ჯერ ჯერობით მართალია არ მისაუბრია , მაგრამ არ მაშინებს ის ფაქტი , რომ შეიძლება გამოვტოვო მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატი , მაგრამ ამის გამო იუვენტუსში გადასვლაზე უარს არ ვიტყოდი . რეალისტი ვარ და ვაცნობიერებ , რომ პირველივე წამებიდან შესაძლოა არ ვიყო ძირითადი შემადგენლობის წევრი . უმჯობესია მოვითმინოთ და ერთად შევხედოთ მოვლენების განვითარებას ” – განაცხადა ანჟელო ოგბონამ .

წყარო : Football Italia

35 thoughts on “ოგბონა : ” მხოლოდ ” იუვენტუსში ” მსურდა ასპარეზობა ”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.