ზიდანი “იუვენტუსში” გატარებულ წლებს იხსენებს
ლეგენდარულმა ზინედინ ზიდანმა ჟურნალ So Foot -თან “იუვენტუსში” გატარებულ პერიოდზე ისაუბრა და რამდენიმე საინტერესო დეტალიც გაიხსენა. ზიდანი ტურინულ კლუბში 1996-2001 წლებში გამოდიოდა, სანამ რეკორდული 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ ესპანეთის დედაქალაქში დაიდებდა ბინას და მადრიდის “რეალის” მაისურს მოირგებდა..
““იუვენტუსის” გასახდელში ყოველთვის სპეციფიური გარემო იყო. მაშინ Achile -ის ბრენდის წინდებს ვატარებდი, ძალიან მოკლე და შეუმჩნეველი იყო. მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ იტალიაში პატარა და ფერადი წინდები არ უნდა ჩაიცვა. ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ ისინი ნაკუწებად დაჭრილი და ჩემს გარდერობზე მიკრული დამხვდა. შემდეგ მითხრეს, რომ წინდები სულ შავი უნდა იყოს და კანჭს შუამდე სწვდებოდეს. კიდევ ერთ შემთხვევა მახსენდება, როცა მაკარონები შუაზე გადავტეხე, მაშინ ვერც კი გავაცნობიერე, რამხელა შეცდომა დავუშვი. იძულებული ვიყავი, ყველა უმცირესი დეტალი მესწავლა. ასე გავეცანი ამ ქვეყნის კულტურას. ”
” ყოველ საღამოს შვიდ საათზე უკვე პიჟამო მეცვა, აი ასეთი ცხოვრება მქონდა ტურინში. ზოგჯერ ეზოში ბიჭებთან ერთად ვთამაშობდი ფეხბურთს. სულ რამდენჯერმე მოხდა ასეთი რამ, ჩემმა თანაგუნდელმა, ედგარ დავიდსმა გამხვია ამაში. დაჯდებოდა ხოლმე მანქანაზე და გიჟივით დადიოდა ქალაქში. როცა დაინახავდა, როგორ თამაშობდნენ სადმე ფეხბურთს, იქვე შორიახლოს დააყენებდა მანქანას და შემოუერთდებოდა ხოლმე. ამბობდა, ამათ მათთვის ვაკეთებთ, რადგან ამ ადამიანებისთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვსო. მე ვპასუხობდი: “მაგრამ ამის უფლება არ გვაქვს, აქ ვერ ვითამაშებთ, დიდ გუნდში ვირიცხებით და ვრისკავთ, რომ ტრავმას მივიღებთ-მეთქი”. მაგრამ ამავე დროს აღფრთოვანებული ვიყავი მისით, რადგან საოცარ რამეს აკეთებდა. ”
” დეშამს მოუყოლია ოდესმე, როგორ დამცინოდა ფიზიკური მომზადების მწვრთნელი ვერონე, იმის გამო, რომ სუსტი მკერდის კუნთები მქონდა? დღემდე ღიმილით ვიხსენებ ამას. გუმკერდი ყოველთვის სუსტად მქონდა განვითარებული, მაგრამ ეს ხომ არაა ფეხბურთში მთავარი. 2006 წლის საუბრები დოპინგზე? სრული სისულელეა. დოპინგი არასოდეს გამომიყენებია. დავრწმუნდი, რომ ბოროტ ენებს სალაპარაკო არ უნდა მისცე. ”
წყარო: tuttosport
მატერაცის კარგი მკერდის კუნთები ქონდა
უძლიერესი
მაინც იუვეში გაიბრწყინა პირველად,ჩემთვის მაინც იუვენტინოა
ისე მაინც ზიდანი რეალთან უფრო ასოცირდება თუ იუვესთან?
რეალთან ეხლა ანჩელოტის თანაშემწე ხდება და არ გამოვრიცხავ ერთდროს რეალის საპატიო პრეზიდენტიც რო გახდეს თვითონაც ბევრჯერ უთქვამს რო მადრიდისტაა ეს მადრიდისტაა
და ბოლოს იყო მარკო მატერაცი