ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტევესი : ” სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ ”

” ვფიქრობ სიმშვიდის შენარჩუნებაა აუცილებელი და არ უნდა ავყვეთ იმ ადამიანების სიტყვებს , რომლებიც ჩემპიონთა ლიგის თასის მოგებას უკვე მომდევნო სეზონში ითხოვენ . წინააღმდეგ შემთხვევაში , კლუბზე არა რეალურად დიდი ზეწოლა განხორციელდება . პირველ რიგში ვიფიქროთ იტალიაში მორიგ წარმატებაზე , რომელიც იუვენტუსის ისტორიაში კიდევ ერთ ლამაზ გვერდს შემატებს . სწორედ ამის შემდგომ შეგვიძლია ვიფიქროთ სხვა მიზნებზე . ბუნებრივია ჩემპიონთა ლიგის თასის მოპოვება ყოველი ჩვენთაგანის სურვილია , მაგრამ უმთავრესი სწორედ კალჩოა . შევინარჩუნებთ სიმშვიდეს და ასეთ შემთხვევაში ევროპის უპრესტიჟულეს თასსზე ასპარეზობა , უფრო ადვილი იქნება . სიტის ზუსტად იგივე დაემართა , მას დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრა და გუნდმა უბრალოდ ვერ გაუძლო ამ წნეხს . ნებისმიერ შემთხვევაში მანჩინი გამარჯვებული მენტალიტეტის მქონე სპეციალისტია . ვფიქრობ , ჩემს სიტყვებს ის ადამიანებიც გაიზიარებენ , რომლებიც პირადად იცნობენ მას ” – განაცხადა კარლოს ტევესმა .

წყარო : Tuttojuve

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.