ლორენტე : “იუვენტუსში ყოფნით ბედნიერი ვარ”
ტურინის “იუვენტუსის” ახალწვეული, ფერნანდო ლორენტე გულშემატკივრების წინაშე წარსდგა და პირველ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა : “ანტონიო კონტეს საუცხოო მეთოდები აქვს, ბედნიერი ვარ, რომ იგი ჩემი მწვრთნელია.ტიფოზერია საოცრად შემხვდა, აქ ვგრძნობ იმას, რაც ახალწვეულს სჭირდება.მონდომებული ვარ, რათა სეზონის სტარტს სასურველ ფორმაში შევხვდე.ტევესი ? – სიამოვნებაა მასთან ერთად ვარჯიში, “იუვეში” მაღალი დონის ფორვარდები ირიცხებიან.მიზანი ზედიზედ მესამე სკუდეტოს მოპოვებაა.ჩემპიონთა ლიგა ? – ტურნირს უდიდესი ენთუზიაზმით ვხვდებით, მისი მოგება ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა.ბებერი ქალბატონი უდიდესი ისტორიისა და ტრადიციების კლუბია, სწორედ ამიტომ ავირჩიე ბიანკონერი.სერია ა ? – შემიძლია ვთქვა, რომ კალჩო პრემიერ ლიგისა და ლა ლიგის დონის ტურნირია.”
ლორენტე გოლები დაგვანახე გოლები
ნანდო ძალიან მაგარია კიდევ ბევრს გაიტანს და სხვათაშორის აქ თუ თავი გამოიჩინა სერიოზულად აქვს შანსი ნაკრებში თამაშის მითუმეტეს თავდასხმაში ესპანეთს არეული აქვს საქმე დელ ბოსკემაც ახსენა რამოდენიმეჯერ ეგ ეცოდინება ამასაც ეგ