ტევესი: ” ისტორიის ახალი ფურცლის დაწერას ვაპირებ “
კარლოს ტევესი სეზონის დაწყების მოლოდინშია და ახალ კლუბთან ერთად დიდი წარმატებების მიღწევის იმედიც აქვს. არგენტინელი ფორვარდის თქმით, ის “იუვენტუსის” ისტორიაში ახალი ფურცლების დაწერას აპირებს: “ აქ ამ კლუბის სიტორიაში ახალი ფურცლის დასაწერად მოვედი. “ჩემპიონთა ლიგის” მოგება “იუვენტუსის” ყველა გულშემატკივრის ოცნებაა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ოცნება რეალობად იქცეს. ტურინი? მთლიანად დათვალიერება ვერ მოვასწარი, მაგრამ უკვე შევიგრძენი თუ როგორი ვნებიანი ქალაქია. სატრანსფერო შემოთავაზებას დაუფიქრებლად დავთანხმდი, უდიდესი კლუბის ნაწილად ქცევასთან დაკავშირებით, არანაირი ეჭვები არ გამჩენია. ათნომრიანი მაისურის ტარებაც დიდი პრივილეგიაა, მის უკან საოცარი ისტორია იმალება. ” -აცხადებს ტევესი.
წყარო: football italia
აბა შენ იცი კარლიტო
წარმატებები კარლიტო

ტროფეო თიმის თამაში სად იქნება მაღალი ხარისხით გაქაჩავს მგონი ჩემი ინტერნეტი იუტუბში 1080 p ვუყურებ ვიდოებს და მგონი გაქაჩავს მაღალი ხარისხის ლინკებს რომელი პროგრამით უყურებთ ხოლმე? sop cast-ს ვერ დავუმუღამე
JUVENTUS 4EVER ! ! ! ! ! !
10 ნომერს მოუპრტხილდე უნდა…ლეგენდის მაისური გაცვია
ლეგენდების ნომერი