ბოლო ვარჯიში შატიონში და მზადება ხვალინდელი დღისთვის
შატინიონში ათდღიანი შეკრების შემდეგ ტურინის “იუვენტუსი” Trofeo Tim – ზე მონაწილეობის მისაღებად ემზადება.ხვალ, თბილისის დროით 22:30 სთ – ზე ბებერი ქალბატონი “სასოულოს” და “მილანს” დაუპირისპირდება.ბოლო ვარჯიშის შემდეგ ფეხბურთელებმა ტიფოზერიას ბურთები უსახსოვრეს, კონტემ, ლიხტშტაინერმა, ლორენტემ და ალესიომ კი ავტოგრაფები დაარიგეს.Sky Sport – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხვალინდელ შეხვედრაში ანტონიო კონტე შემდეგ ფეხბურთელებს დააყენებს სასტარტო შემადგენლობაში : კარს სტორარი დაიცავს, დაცვაში ლიხტშტაინერი, ოგბონა და პელუზო, ნახევარდაცვაში ისლა, პადოინი, ვიდალი, ასამოა და დე ჩელიე, წინ კი ტევესისა და ნანდო ლორენტეს დუეტი.აქვე გეტყვით, რომ ხვალინდელი დღის შემდეგ ფეხბურთელები ორი დღე დაისვენებენ, პარასკევს კი “იუვენტუსი” ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება.
წყარო : Tuttojuve
ბევრი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი არ გვეყოლება მარა ეგ არაფერი როგორც ამხანაგური თამაში ეგეთი პონტია რა რატო გამოდის სასუოლო და არა ინტერი ? წინა Trofeo Tim – ზე ინტერი, მილანი, იუვე იყო. ვინმეს მოყვანას თუ აპირებენ კიდე დროზე მოიყვანოს ამ მაროტამ რა გუნდში შეთამაშებაა საჭირო, ზუნიგაზე რა ხდება ნეტა
ყველა ენაზე შატილიონია და რაღა ჩვენსაზეა “შატიონი”?