კონტე , კარერა და ალესიო ტიფოზებს შეხვდნენ
ანტონიო კონტე თანაშემწეებთან ერთად Summer Village – ს სცენაზე წარსდგა ტიფოზერიის წინაშე …
მოგესალებით და მადლობას გიხდით დღეს აქ მობრძანებითვის , ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი წელი იყო . ანტონიო , შენ ცხოვრებაში მომხდარი ამბებიდან , ყველაზე მეტად რომელმა მიიპყრო ჟურნალისტების ყურადღება ? აქ შენი ქორწილი იგულისხმება . საინტერესოა ასევე , რაიმე გამორჩეული საჩუქრები ხომ არ გაუკეთებიათ შენთვის ფეხბურთელებს ?
” ბუნებრივია ფეხბურთელისგან და პერსონალისგან საერთოდ , მშვენიერი და მართლაც ძვირფასი საჩუქრები მივიღე ” .
უფრო მეტის გაგება გვსურს უშუალოდ წვრთნების შესახებ . გამოიღო თუ არა მან სასურველი შედეგი ?
” დაძაბული რეჟიმი იყო ნამდვილად . დღეში ორჯერ , ინტენსიური დატვირთვები ბუნებრივია რთული შვებულების შემდგომ . თუმცა , მოხარული ვარ რომ მივაღწიეთ იმ შედეგს რაც მიზნად დავისახეთ და ბედნიერი ვარ იმ გარემოებით რომ ამ პერიოდში არცერთი ტრავმის ფაქტი არ დაფიქსირებულა ” .
მშვენიერი ატმოსფეროა გარშემო , სასტუმრო არაჩვეულებრივი , ტრანსპორტი … იდეალური სიტუაცია გაქვთ ფაქტიურად …
” ეს ადგილი იმიტომ ავირჩიე , რომ მას კარგად ვიცნობ . ფეხბურთელობისას არაერთხელ მივარჯიშია აქ . უკლებლივ თითოეული ჩვენთაგანი უზომოდ ბედნიერია , რადგან 10 ფანტასტიური დღე გავატარეთ გულშემატკივრებთან ერთად ” .
აქვთ თუ არა ფეხბურთელებს დისციპლინასთან გარკვეული სახის პრობლემა ?
მასიმო კარერა : ” არა რა თქმა უნდა , როგორც პროფესიონალებს შეეფერებათ ზუსტად ისე მუშაობენ . პერსონალურ ჩვევებს რაც შეეხება , ეს ხომ ყველა ადამიანს ინდივიდუალურად აქვს . ზოგი ათლეტურ ვარჯიშებს დიდ ყურადღებას აქცევს , ზოგი სხვა ტიპისას … საერთო ჯამში თითოეულმა მათგანმა იცის თუ რა უნდა აკეთოს ვარჯიშზე მოსვლისას ” .
სენიორ ფილიპი , ჩვენ თვალყური ვადევნეთ თქვენს მუშაობას მეკარეებთან და ეს ყოველივე საკმაოდ ინოვაციურად გვეჩვენა და საინტერესოდ …
ფილიპი : ” იცით , ეს საკმაოდ რთულია ” .
მანქანის გარდა , რომელიც ბურთებს ისვრის , კიდევ აპირებთ რაიმეთი რომ გაგვაკვირვოთ ?
” ჯერ ჯერობით არა , ამ წამისთვის ეს სრულებით საკმარისია ” .
ანტონიო , როგორ გესიამოვნათ გაყინული აუზი , სკუდეტოს აღნიშვნისას ?
” ( იცინის ) ეს ნამდვილი კოშმარი იყო ” .
ალესიო , ჩვენ შევამჩნიეთ , რომ მატჩის მსვლელობის დროს თქვენ დგებით და მიდიხართ მთავარ მწვრთნელთან სალაპარაკოდ . რას ეუბნებით ხოლმე მას ?
” სერიოზული არაფერი , უბრალოდ კომპანიას ვუწევ ( იცინის ) . ხშირად იმ ფეხბურთელებს იხმობს თავისთან , რომლებიც აგრესიულად იქცევიან მინდორზე , თუმცა ყოფილა არა ერთხელ შემთხვევა მივსულვარ უბრალოდ იმიტომ რომ თავად დამემშვიდებინა იგი ” .
XALXNO GAIGET RAMOXDAA A A A A A A A???????????????
ANELKAM GAITANA
MKVDARI AGSDGA! ! ! ! ! ! ! ! ! ! !
:)))))))
ალესიო მაგარია