ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ციებ ცხელება ( ბიაბიანი )

ტურინელებმა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში , მნიშვნელოვნად გააძლიერეს საკუთარი რიგები . გუნდს ჰქონდა გარკვეული პრობლემები წინა ხაზში შედეგიანობის თვალსაზრისით და ამის გამო მაროტამ ტევესი და ლორენტე გაიფორმა . არც დაცვის ხაზი დარჩენილა უყურადღებოდ და საკმაოდ პრესპექტიული იტალიელი ანჟელო ოგბონა იქნა დამატებული . თუმცა , იტალიური მასმედიის საშუალებების მტკიცებით მაროტა და პარატიჩის დუეტი ამაზე შეჩერებას არ აპირებს , რადგან ემანუელე ჯიაკერინის გადასვლის შემდგომ გუნდს იგივე ტიპის მობილური ნახევარმცველი ესაჭიროება . თუ გახსოვთ ” კატანიასთან ” შეხვედრაში , რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვან ეტაპზე გაიმართა სკუდეტოსთვის ბრძოლაში , სწორედ ჯიაკერინის გატანილმა ბურთმა მოაპოვებინა იუვეს აუცილებელი სამი ქულა . ანტონიო კონტეს კი ზუსტად ასეთი ტიპის ” ჯოკერი ” ესაჭიროება , რომელიც საჭირო მომენტში გუნდს სისწრაფეს შემატებს და ასეთად მათ ჯონათან ბიაბიანი მიაჩნიათ . აპენინელი ჟურნალისტების მტკიცებით მაროტამ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები პარმასთან და სამპდორიასთან ფრანგის თაობაზე . ორ კლუბთან იმიტომ , რომ ჯონათანის კონტრაქტს ისინი თანაბრად ფლობენ . ანტონიო კონტეს ვინგერის დამატება ამერიკულ ტურნემდე სურს .

წყარო : Tuttosport

19 thoughts on “სატრანსფერო ციებ ცხელება ( ბიაბიანი )

  1. ამერიკის ტურნე პეპეს გარეშე

    გუნდი თითქმის მზად არის ამერიკის ტურნესათვის . “იუვენტუსი” ამერიკაში ხვალ გაემგზავრება პირველი გაჩერებე სან ფრანცისკო იქნება. ანტონიო კონტემ გამოაცხადა 30 ფეხბურთელი რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ წელს ამერიკის ტურნეზე. სიაში ვერ მოხვდა სიმონე პეპე და ის გააგრძელებს მუშაობას ინდივიდუალური სისტემის აღდგენაზე.

    1 ბუფონი
    3 კიელინი
    4 კასერესი
    5 ოგბონა
    6 პოგბა (შეუერთდება გუნდს სამშაბათს, 30-ში)
    8 მარკიზიო
    9 ვუჩინიჩი
    10 ტევესი
    11 დე ჩელიე
    12 ჯოვინკო
    13 პელუზო
    14 ლორენტე
    15 ბარძალი
    16 მოტა
    17 მარონე
    18 როსი
    19 ბონუჩი
    20 პადოინი
    21 პირლო
    22 ასამოა
    23 ვიდალი
    26 ლიხშტაინერი
    27 კუალიარელა
    30 სტორარი
    32 მატრი
    33 ისლა
    34 რუბინი
    41 ბუჰელ
    43 უნტერზე
    50 ჩიტი

  2. საგოლ მასე რაც სჰეıლება ბევრı ზაზა და კამაზı ıყıდეტ რა გამაზıზგეტ ტავı უკვე რა ნორმალıურı ტრანსფერı გაკეტეტ ამıს მე რა

  3. იტალიის თასის გრაფიკი ცნობილი გახდა

    2013/14 წლის სეზონის კალენარი 29 ივლის იქნება ცნობილი, მანამდე კი “იუვენტუსი” იტალიის თასის კენჭისყრის შედეგებს ელოდება, საკუთარ გამოსვლას ტურინელები თასძე 9 იანვარს 1/16 ფინალში დაიწყებენ, სერია ა-დან შესაძლო მოწინაღმდეგე მხოლოდ “კატანია” იქნება, თუ ტურინელები მოახერხებენ და 1/4 ფინალში გასვლას იქ მათი მეტოქე “რომა” იქნება, თამაში კი 2014წლის 22 იანვარს რომის ოლიმპიურ სტადიონზე შედგება.
    ნახევარ ფინალური მატჩები 5 და 12 თებაერვალს, ფინალი კი 3 მაისს შედგება.

  4. კარმინატი: “ტევესი? ძალიან მალე ის გაიბრწყინებს”

    “მანჩესტერ სიტის” ფიქტნეს მწვრთნელმა ინტერვიუ მისცა “ტუტოსპორტს” სადაც მან არგენტინელის ამჟამინდელ ფიზიკურ კონდენციებზე ისაუბრა. “არ იღელვოთ, კარლიტო ამ სტრესს გაუმკლავდება და დიდებულ ფორმაში მალევე შევა. “იუვენტუსის” ტიფოზერიის ადგილას მე არ ვიდარდებდი. რა თქმა უნდა, წვრთნები შატილიონში უმძიმესი იყო ფიზიკური კუთხით, მაგრამ დარწმუნებული ვარ ის მალე ფორმას აღიდგენს. ტევესი იმ არგენტინულ სკოლაში გაიზარდა, რომელშიც უდიდეს ყურადღებას აქცევენ ფიზიკურ მომზადებას. მას ყოველთვის კარგი დამოკიდებულება ქონდა წვრთნებთან დაკავშირებით, ის ნამდვილი პროფესიონალია. კარლიტო ჩვენს მითითებებს ყოველთვის ითვალისწინებდა. მოკლედ რომ ვთქვათ, ის ყოველთვის სხვაზე მეტს შრომობდა და ამის გამო არასდროს უწუწუნია.”

    ამის შემდეგ კარმინატიმ ტევესსა და მანჩინს შორის არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა, ბოლოს კი აღნიშნა “როდესაც გავიგე, რომ კარლიტო “იუვენტუსში” გადადიოდა, მე მას ვუთხარი, რომ სწორი არჩევანი გააკეთა.”

  5. ბიაბიანი “ჯოკერობის” რა მოგახსენოთ / მაგრამ მაინც კარგი შენაძენი იქნება .. კარგი მახასიათებლები აქვს ფლანგზე მორბენალი შემტევისთვის

  6. გაუმარჯოს იუვენტინოებს. მიუხედავად იმისა, რომ ბიაბიანი არ არის მქუხარე სახელი მე ვფიქრობ გუნდს ძალიან გამოადგება. არავინ ამბობს, რომ ძირითადის ფეხბურთელად მოიაზრებს კონტე. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იუვეს ყველა ფრონტზე თანაბარი სიძლიერით ბრძოლა აქვს გადაწყვეტილი ვფიქრობ ბიაბიანი საკმაოდ გამოსადეგი იქნება. დეტალურად მაქვს მისი თამაში შესწავლილი. რათქმაუნდა ჩემი ეს შესწავლა და სუბიექტური აზრი ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ საკმაოდ მაღალი კლასის ფეხბურთელია. გაცილებით უფრო მაღალი კლასის ვიდრე ჯიაკერინი. თუმცაღა ჯიაკერინის “ჟილკა” და თავდადება მეორე მომენტია. ამ ასპექტში თუ დაემსგავსება მას ჯონათანი ვფიქრობ ძალიან სერიოზულ, უნივერსალურ ნახევარმცველს მივიღებთ.

  7. ჯაკერინის პოზიციაზე ეს არ თამაშობს და ეს სადაც ამის პოზიციაა იმ ადგილას პეპე არის ასე რო ამის მოსვლის საჭიროებას მე ვერ ვხედავ… ჯობია ვერატი მოიყვანონ :yeah:

      1. იუვე და ფიორე ჩალიჩობენ და ვნახოთ რა გამოვა იმედია ჩვენთან მოვა პირლოს აუცილებლად სჭირდება შემცვლელი :forza:

  8. ჯაკერინის ყოველთვის მჯეროდა და ყველაზე მეტად მეიმედებოდა, ნეტავ ისე ათამაშდეს რო ყველა გააოცოს, მაგრა მომეწონა ეგ ფეხბურთელი

  9. -ეჰ, ჯაკერინი მირჩევნია, მაგრამ მგონია, რომ ეს უფრო მეტს მიაღწევს. ძალიან კარგია. ჯაკემ ისე ჩაატარა “კონფედერაცია” მიკვირს რატომ გაუშვეს… თან “სკუდეტოს” მოგებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილი აქვს. ))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.