ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ოგბონა : “თავს მოღალატედ არ მივიჩნევ”

ტურინის “იუვენტუსის” ახალწვეული ანჟელო ოგბონა თვილს, რომ მისი ტურინული “ტორინოდან” ტურინულ “იუვენტუსში” გადაბარგება მოღალატეობა არ არის და თავს იმართლებს იმით, რომ მას კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი შანსი მიეცა, რომელიც “ჩემპიონთა ლიგაზე” გამოცდილების მიღებაშიც დაეხმარებოდა. “თავს მოღალატედ არ მივიჩნევ. ეს ფეხბურთია და აქ არავინ იცის ვინ სად აღმოჩნდება. მიყვარს “ტორინო”, რომ არა ეს კლუბი მე შეიძლება ახლა სულ არც არაფერი ვყოფილიყავი, მაგრამ “ტორინო” დამეხმარა და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში ავღმოჩნდი, ეს “იუვენტუსია”. ასეთ კლუბში თამაში ყველა ფეხბურთელს ოცნებად აქვს. “იუვენტუსში” გადასვლის გადაწყვეტილება მხოლოდ მე მივიღე, დარწმუნებული ვარ, რომ ეს კლუბი კარიერულ წინსვლაში დამეხმარება და “ჩემპიონთა ლიგაზე” გამოცდილებას მივიღებ.”

წყარო : Tuttosport, Football Italia

20 thoughts on “ოგბონა : “თავს მოღალატედ არ მივიჩნევ”

    1. რეალის სიღარიბისა რა გითხრა და რო დააგოიმეს ნეაპოლელები ეგ ფაქტია, კაიფის დროს იყიდა მგონი ეგ ლაურენტსმა :lool: :lool: :lool:

  1. კაი გავიგეთ რამდენჯერ უნდა თქვა ნუ წაიღე ტვინი ითამაშე ეხლა თორე ამოგკრავენ პანღურს
    რატომღაც მგონია რო შეუძლია გახდეს მეორე ტურამი ოღონდ ტურამისგან განსხვავებით ღირებული იქნება იუვენტუსისთვის

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.