პეპე : ” ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს ”
ტურინელები შტატებში გაემგზავრნენ და ერთადერთი ვინც ვინოვოს ბაზაზე დარჩა სიმონე პეპეა . ბიანკონერის ნახევარმცველი საჭიროდ ჩათვალა განემარტა სოციალური ქსელის მეშვეობით ყველასათვის , თუ რატომ მიიღო კლუბმა ეს გადაწყვეტილება : ” საჭიროდ ვთვლი განვმარტო არსებული სიტუაცია . ვინოვოზე ჩემი დარჩენა გამოწვეულია მომზადებით ახალ სეზონთან და არანაირად არ გულისხმობს იმ ფაქტს , რომ თითქოს ფიზიკურ კონდიციებთან რაიმე სახის პრობლემა გამაჩნდეს . ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს ” .
წყარო : Tuttosport
პეპე მომენატრე შე ძველო მალე დაგვიბრუნდი

აუ მომენატრააა პეპეეეეეეე
რამდენი ხანია მოედანზე არ გამოჩენილა
მაგარი კაცი