ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბარძალი : ” ოგბონას ტრანსფერი სწორი გადაწყვეტილება იყო ”

ანდრეა ბარძალის მოსაზრებით , ანჟელო ოგბონას ტრანსფერმა გუნდზე დადებითად იმოქმედა . ტორინოს ექს ცენტრალური მცველი კარიერას მეორე ტურინულ კლუბში განაგრძობს და შეეცდება სკუადრა აძურის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებს გაუწიოს კონკურენცია : ” ოგბონა დიდ დახმარებას გაგვიწევს “ – აცხადებს 32 წლის მცველი . ” თუ გუნდის საერთო დონის აწევა გსურთ , მაშინ ასეთი მაღალ კვალიფიციური კადრების დამატება აუცილებელია . ანჟელო მომავალი ჩემპიონია და მისი აქ ყოფნა , თუნდაც წვრთნების დროს ძალზედ მნიშვნელოვანია . როდესაც გუნდში არის მოთამაშე , რომელიც არ მოგცემს მოდუნების საშუალებას და მუდამ ოპტიმალურ კონდიციებში გამყოფებს , არის წარმატების მთავარი გარანტი . სწორედ ამიტომ მისი შეძენა სწორი გადაწყვეტილება იყო . კონფედერაციის თასის შემდგომ ოდნავ გადავიღალე , თუმცა დღეისათვის ყველაფერი რიგზეა . შეიცვლება თუ არა ჩემი მომზადება მოახლოებული მუნდიალის გამო ? არანაირად . არ ვაპირებ საკუთარ თავს რაიმე დავუთმო . რთულია მუნდიალზე ფიქრი მაშინ როდესაც კლუბს მნიშვნელოვანი სეზონი ელოდება . ეხლა ჩემთვის უპირველესი საზრუნავი იუვენტუსია და უკვე ამის შემდგომ , როდესაც შესაფერისი დრო დადგება ვიფიქრებ სანაკრებო ბატალიებზე ” .

წყარო : Tuttosport

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.