ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მადრიდი კიელინით დაინტერესდა

რამდენიმე საათის წინ ევროპულ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია , რომლის თანახმადაც მადრიდის ” რეალი ” ჯორჯო კიელინით დაინტერსდა . საქმე იმაშია , რომ უახლოეს ხანებში ესპანეთის დედაქალაქი შესაძლოა პორტუგალიელმა პეპემ დატოვოს და კარიერა მანჩესტერ იუნაიტედში განაგრძოს . კარლო ანჩელოტის კი მის შემცვლელად არც მეტი არც ნაკლები ბიანკონერის მესამე ნომერი სდომებია . მადრიდელები მზად არიან 22 მილიონი ევრო გადაიხადონ აძურის სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელში . იტალიელმა ჟურნალისტებმა თავის მხრივ სცადეს დაკავშირება ჯორჯონეს საფეხბურთო აგენტთან დავიდე ლიპისთან , თუმცა მისგან ვერანაირი კომენტარი ვერ მიიღეს რაც დამატებით ეჭვებს ბადებს ამ თემასთან დაკავშირებით . საეჭვოდ ამ ყოველივეს კიელინის კონტრაქტიც ხდის , რომელიც 2015 წელს იწურება . ტურინში ეს ტრანსფერი პრობლემატურად ეჩვენებათ , თუმცა მხარეების მხრიდან არსებული სიჩუმე ლოგიკურ კითხვებს ბადებს საზოგადოებაში .

წყარო : tuttojuve

7 thoughts on “მადრიდი კიელინით დაინტერესდა

  1. კიელინი ხელშეუხებელია ჯიჯის მერე ეგ იქნება კაპიტანი რომელიც კარიერას იუვეში დაასრულებს … იმედია ეგრე იქნება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.