ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გილოცავთ ანტონიო !

დღეს , ანტონიო კონტეს დაბადების დღეა , ადამიანის რომელიც ” იუვენტუსში ” მას შემდეგ მოვიდა მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე , როდესაც კლუბმა ზედიზედ ორჯერ მეშვიდე პოზიცია დაიკავა კალჩოში . თითქოს გვირაბის ბოლოს სინათლე არ ჩანდა , თუმცა ბიანკონერის ექს კაპიტანმა სასწაული მოახდინა და შემდგომ ორ სეზონში ბებერი ქალბატონი გამარჯვებების გზას დაუბრუნა . ანტონიო ნამდვილი იუვენტინოა , რომელიც არასოდეს ნებდება და იგივეს სთხოვს საკუთარ შეგირდებს . მან ფეხბურთელებს შეახსენა თუ რა გუნდში ირიცხებოდნენ და რა უნდა გაეკეთებინათ გამარჯვებების მოსაპოვებლად . მივულოცოთ ანტონიოს დღევანდელი დღე და ყოველივე საუკეთესო ვუსურვოთ სპორტულ და პირად ცხოვრებაშიც !

4 thoughts on “გილოცავთ ანტონიო !

  1. კონტე რომ არ მოსულიყო ისევ ისეტი ვიქნებოდით როგორც სამი წლის უკან ეს გამარჯვებები მისი დამსახურებაა. :juvee: :juvee: :juvee: :juvee: გილოცავვვვვვვ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.