ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე : ” ჩვენ განვაგრძობთ პროგრესირებას ”

ისინი ვინც ფიქრობენ , რომ ორმა სკუდეტომ ” იუვენტუს ” გამარჯვებების წყურვილი დაუკარგა ძალზედ სცდება . ესეთი ადამიანები არ იცნობენ არც გუნდს და არც მის ამჟამინდელ თავკაცს ანტონიო კონტეს . ახალგაზრდა სპეციალისტის თვალებში ისევ ჩანს გამარჯვებების მოპოვების დაუოკებელი წყურვილი , ისევე როგორც ფეხბურთელებში …

” პირველ ჯგუფთან მუშაობისას შატილიონში , დამხვდა საკმაოდ კარგი სიტუაცია . მოთამაშეები ჩინებულ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფებოდნენ , მიუხედავად იმისა რომ მათ 50 დღიანი შვებულება ჰქონდათ . ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რაოდენ დიდ პროფესიონალებთან მიწევს მუშაობა . დღეისათვის ჩვენ ნაკრების მოთამაშეებიც შემოგვიერთდნენ , რომლებმაც მართალია ნაკლები დაისვენეს თუმცა შევახსენე შარშანდელი სეზონის მიწურული , როდესაც სკუდეტოს მოპოვების შემდგომ მნიშვნელოვნად შეამცირეს სათამაშო ტემპი . ბევრს ველი იმათგან ვინც უკანასკნელ ორ წელიწადში წერდა იუვენტუსის ისტორიას , სწორედ მათ უნდა წაიყვანონ გამარჯვებებისკენ ახლად მოსულები ” .

” წავიკითხე რა ბუფონის ერთ ერთი უკანასკნელი ინტერვიუ , ფრიად ნასიამოვნები ვიყავი მისი სიტყვებით . კარგია რომ კაპიტანს ახსოვს თუ რა შრომის ფასად იყო მიღწეული გასული გამარჯვებები და მისი სიფრთხილე მომავალთან ბუნებრივია . მოტივაცია არ უნდა გაქრეს , პირიქით აუცილებელია იმავე გზაზე მოძრაობა და ახალი მიზნების დასახვა . თუ რომელიმე გადაწყვიტავს , რომ ეს მისი მაქსიმუმია და კმაყოფილია მიღწეულით , მაშინ სერიოზულად დამიპირისპირდება მეც და კლუბის ფილოსოფიასაც . არ გვაქვს უფლება ვიფიქროთ , რომ გამარჯვება მუდმივად შეუძლებელია , ეს ერთადერთია რისთვისაც არსებობს ” იუვენტუსი ”  ” .

” ფასეულობები იცვლება , კლუბები ვითარდებიან , ძლიერდებიან და უფრო მეტად კონკურენტუნარიანები ხდებიან . არიან ” იუვენტუსი ”  , ” მილანი ” და ” ინტერი ” – გუნდები რომელთაც ისტორია იძულებულს ხდის მუდამ გამარჯვებებზე იყვნენ ორიენტირებულნი . არის კიდევ ნაპოლი , რომელიც გამორჩეული სპეციალისტით გაძლიერდა და ხმაურიანი ტრანსფერები განახორციელა . ფიორენტინა გომესით და როსით რეალურად იბრძოლებს გამარჯვებისთვის . ლაციომ უფრო მეტად გააფართოვა შემადგენლობა და ტაქტიკური კუთხით ყველასათვის უხერხული მეტოქეა ” .

” ტევესი ? ის დამჯერი შეგირდია და მიუხედავად იმისა , რომ ჯერ ჯერობით უჭირს ადაპტაცია ფიზიკური დატვირთვების კუთხით , მსიამოვნებს იმის ხილვა თუ როგორ მომენტალურად ჩაებნენ საქმეში ტევესიც , ლორენტეც და ოგბონაც . მათ შეიცნეს ” იუვენტუსის ” სულისკვეთება . მათი მოსვლით და პლიუს კიდევ პოგბას საუცხოო პროგრესით , ჩვენ აბსოლიტურად ყველა ზონაში შევქმენით კონკურენტუნარიანი სიტუაცია . კლუბში მინდა დაგარწმუნოთ რომ იერარქიას არა აქვს ადგილი . დიახ, პრესაში შემადგენლობის დაწერისას ყოველთვის ახლად მოსულებს პირველ პლანზე მოიხსენიებენ , მაგრამ ჩემმა შეგირდებმა ყველაზე კარგად იციან თუ რას ვანიჭებ უპირატესობას მე . იასპარეზებს ის , ვინც უკეთეს ფორმაში იქნება და წვრთნების დროს ყველაზე კარგად წარმოაჩენს თავს . არ გამაჩნია ანტიპატია და გამორჩეული სიმპატია ვინმეს მიმართ , მომწონს ის ვინც მეხმარება გამარჯვებების მოპოვებაში ” . 

” განვითარება და გამარჯვება , ორი სხვადასხვა მცნებაა . ინტერი ავიღოთ მაგალითად , რომელმაც ტრიპლეტი გააკეთა თუმცა იმის შემდგომ სად არის თქვენ თვითონაც კარგად ხედავთ . არ ვიცი გავიმარჯვებთ თუ არა წლევანდელ სეზონში , მაგრამ ფინანსური და გუნდური კუთხით უფრო მეტად ძლიერები რომ გავხვდებით ეს ფაქტია . გაცილებით ნაკლები დავხარჯეთ ვიდრე იმ კლუბებმა , რომლებიც უკვე არა ერთხელ ჩამოვთვალეთ . ჩვენ ეტაპობრივად მივდივართ იმ პოზიციამდე , როდესაც შეგვძლება მათნაირად დიდი თანხების ჩადება სხვადასხვა ოპერაციებში . ისე ამ მხრივ მოახლოებული სეზონი მნიშვნელოვანია , რადგან ჩადებული ინვესტიციები უნდა დაგვიბრუნდეს ” .

” უკანასკნელ სამ წელიწადში დიდი სამუშაო იყო ჩადებული და ეს ყოველივე ჭკვიანური სვლების შედეგია . პირველ სეზონში სკუდეტო მოვიპოვეთ ისე , რომ შემადგენლობაში 8 ფეხბურთელი ირიცხებოდა იმ გუნდიდან , რომელიც ზედიზედ ორჯერ მეშვიდე პოზიციას არ აცილებულა . მათ დავუმატეთ ლიხტშტაინერი და ვუჩინიჩი … უფასოდ პირლო და ვიდალი , რომელშიდაც 9 მილიონი ევროა გადახდილი . ჩემს პერიოდში დიდი ინვესტიციები მართლაც არ განხორციელებულა . ვინც საპირისპიროს ამტკიცებს , უმჯობესია საკუთარ თავზე ზრუნავდეს , შესაძლოა ისინი ამით თავს ახსენებენ ყველას ან თავს იმართლებენ ეკონომიური კრიზისის შექმნაში ” .

” ჩვენი სათამაშო ფილოსოფია არის ბურთის კონტროლი , პროდუქტიული მანევრირებები , ბალანსი ზონებს შორის და აგრესიული პრესინგი . ამ ყოველივემ მოგვცა საშუალება ორი სეზონის განმავლობაში დომინირება მოგვეხდინა კალჩოში . მიუხედავად სხვადასხვა სტატისტიკისა , პრინციპები არ უნდა შეიცვალოს . ვცდილობთ ჩვენი ფეხბურთელების საუკეთესო თვისებები კლუბისთვის პროდუქტიულად და ეფექტურად გამოვიყენოთ ” .

 

წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
gio777
11 years ago

წელს პოგბა და ვიდალი დაგლიჯავენ ყველას და ყველაფერს,არ გამოვრიცხავ მარკიზიოსაც,თუ აკრიფა მაგარი იქნება,პირლო ვერ მეიმედება დაბერდა ცოტა არ იყოს,ამდენს რო ხარჯავენ ტრანსფერებზე და მწვრტნელებზე და მაინც რო ვჭიმავთ ამ უფასოდ და კაპიკებში ნაყიდი ფეღბურთელებით ზუსტად ამიტომ მიყვარს იუვე და მისი მთელი კოლექტივი,მირკოც კი მევასება :yeah:

Giorgi kasrashvili
11 years ago

იერარქია არაა ხო? მაშ რით ავხსნათ ის რომ პადოინს აძლევს მეტ დროს, როცა მარტინ კასერესი გვყავს გუნდში!!! ვუჩინიჩი დადის და მასზე შრომისმოყვარე და მეტის მქნელი ჯოვინკო-კვალიარელა სკამზე რჩებოდა!!! რა დავარქვათ იმას, რომ მარონეს პატივს არ ცემენ. სხვებს დასდევენ და წინ ბელტრამე-იმობილე-გაბიადინი გვყავს. ტრანსფერებში ხო ვაბშე დუმს რა!!! კოლაროვი 7მლ. ბიაბიანი 10მლ. დიამანტი 10მლ. და მთლად საოცრება, გაჰკივის იბარბოს ფანი ვარო და მაროტას 3.3მილიონად ვერ აყიდინა 23წლის მართლაც გამოსადექი და ძლიერი იბარბო!!! ზატო ანელკა ბენდტნერი და ჩამოწერილ გუნდიდან მოშორებული ფეხბურთელები იცოცხლეთქო მოჰყავს!! ჯახირობენ და პირლო-ვიდალი-მარკიზიოს ხარჯზე წვალობენ და ფაფხურით იმის ფონზე რომ კონკურენტები ძალიან სუსტად იყვენ მოიგეს სკუდეტო. ლიგაზე კი შევხედეთ… Read more »

irakli28
11 years ago

მაგარი ხარ კონტეეე :love: :love: :love: პადოინი-ვუჩინიჩის სიყვარული ამოიღე გულიდან და ტრანსფერის დროს ცოტა მაგრად მოკიდე მაროტას ხელი ყურში და სჰენი გააკეთებინე :forza: :forza: :juvee:

d a v i d
11 years ago

:love: :love: :love:

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x