ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლორენტე : ” ” იუვენტუსი ” მართლაც გამორჩეულია ”

ფერნანდო ლორენტე , რომელიც ამჟამად ამერიკულ ტურნეში იმყოფება თავის კლუბთან ერთად , პირად შთაბეჭდილებებზე საუბრობს ჟურნალისტებთან : ” სხვადასხვა კლუბებში , რა თქმა უნდა არიან გამორჩეული ფიგურები , მაგრამ განსხვავება ” იუვენტუსსა ” და მათ შორის არის ის , რომ აქ საკმაოდ მეგობრული კოლექტივია . ბუფონი , კიელინი , ბონუჩი , პირლო , ესენი უმაღლესი კლასის შემსრულებლები არიან . რეალურად გამაკვირვა იმან , რომ ვარსვკლავებს ერთმანეთთან ასეთი მეგობრული ურთიერთობა აქვთ . არა ტიპიური მოვლენაა . ისევ და ისევ განვმეორდები , სხვაგანაც არიან ბუნებრივია მაღალი დონის ფეხბურთელები , მაგრამ აქ ყველა ერთმანეთის მეგობარია და ასეთ ატმოსფეროში მუშაობა ერთი სიამოვნებაა “ . როგორც ჩანს ლორენტემ ბოლომდე გაითავისა ის თუ რას ნიშნავს ” იუვენტუსი ” . აქ ადამიანები როდესაც პრობლემას წააწყდებიან უფრო მეტად უკავშირდებიან ერთმანეთს და გუნდი რეალურად ერთიანი ხდება . სანუკვარი მიზნისკენ ბრძოლაში , ტურინელები არა ერთხელ წასულან მსხვერპლზე . გამარჯვება ნებისმიერ ფასად და ლორენტემ ეს იცის : ” გამორჩეულ ადამიანად მიმაჩნია თავი აქ ყოფნით . ამერიკაში საინტერესო ტურნე გველის წინ , რომელიც ევერტონთან დაპირისპირებით დაიწყება . ვფიქრობ დასაწყისისთვის კარგი ტესტი იქნება ” .

წყარო : Tuttosport

8 thoughts on “ლორენტე : ” ” იუვენტუსი ” მართლაც გამორჩეულია ”

  1. ბოლო ინფორმაცია კვალიარელას მიმართ ვალენსია დაინტერესდა, ლივერპულმა კი ბორინი-მატრის ბარტერს სთავაზობს იუვეს…

  2. ბიჭო შენ მოუჭირე და ათამაშდი მატრიმ არ დაგსვას სკამზე ტროფეოზე რა ქნა ჩემი ამან სერიოზულ სეზონში უნდა დაიწყოს თამაში თორე არ ყოფილა ჩვენი საშველი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.