კონტე : ” კმაყოფილი ვარ შეგირდების ასპარეზობით ”
მიუხედავად იმისა , რომ ევერტონთან დაპირისპირება წარუმატებელი შედეგით დასრულდა ტურინული კლუბისთვის , ანტონიო კონტე კმაყოფილია საკუთარი შერგიდების ასპარეზობით . შეგახსენებთ , რომ მატჩში ანგარიში ბრიტანელები 61 წუთზე გახსნეს , თუმცა კვადვო ასამოამ 81 წუთზე აღადგინა წონასწორობა და გამარჯვებულის გამოსავლენად თერმეტმეტრიანების სერია დაინიშნა . ტურინელთაგან არაზუსტები ანდრეა პირლო და ფედერიკო პელუზო იყვნენ : ” შეხვედრაში როგორც დადებით ასევე ნეგატიური მომენტებიც იყო და კარგია , რომ ეს ყოველივე სპარინგ მატჩების დროს ხდება , რადგან გვაქვს დრო შევცვალოთ სიტუაცია . ახალწვეულების – ლორენტესი , ტევესის და ოგბონას თამაშით კმაყოფილი ვარ . აშკარად იგრძნობოდა გადაღლა შატილიონში 15 დღიანი ინტენსიური წვრთნების შემდეგ და პლიუს ამას დავუმატოთ მგზავრობა ამერიკაში . თუმცა , საერთო ჯამში კარგი შეხვედრა ჩავატარეთ ” .
წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი
ცუდად არ უთამაშიატ მარა ეს მარონეე ხეა რა მაგისგან ფეხბურთელი არ დადგება გასაშვებია ეგ … ტევესი მეორე ტაიმში მომეწონა რასაც ლიორენტეზე ვერ ვიტყვი . პელუზო გასაშვებია რო იძახით ვის იყიდი წესიერს რომელიც სკამზე დაჯდება ? :D კილეინი ბონუჩი და ბარძალის პირველი შემცვლელი მაინც ოგბონა იქნება წელს კასერესი და მერე ეგ პელუზო :D იქნება სკამს გახეხავს თასზე ათამაშებს პადოვებთან და პეკარებთან :D სეზონი კაი ექნება იუვეს წელს მჯერა ……
რა გჭირთ ხალხნო, მოსამზადებელი პერიოდის მერე და პლიუს მაგას მგზავრობა, ფეხბურთელები რომ გადაღლილები არიან და აღდგენა ჭირდებათ ძალების მაგაში გასაკვირი რა არის.. აცადეთ ამ კაცს თავისი საქმის კეთება, სულ ლანძღვა-გინებაში როგორ ხართ
ხო რა ერთი უნდა გენახა რა ამბავი იყო აქ ევერტონი იუვეს დასრულების შემდეგ არადა რა სასტავი გაიყვანა კონტემ. ნორმალური თამაში იყო ჩემი აზრით.პელუზო და ლიორენტე არ დამევასა საერთოდ, ახალი მოსული რო იყო პელუზო და რაღაც სისულელეებს აკეთებდა ზუსტად ეგრე ითამაშა ამ თამაში.
სტორარი დამავიწყდა კიდე ეგ ვაფშე ვერაა ჯერ მილანთან სუ ერთ მხარეს ხტებოდა ეხლა კიდე ევერტონთან
გავვარდით უკვე? რაცხა ზაან არ მომტონს აგენის თამაში.. ვერ შეთამაშდენ ამდენი ხანი…მილანს სასუოლს ევერტონს ვერ მოვუგეტ ვერცერთს მაგრატ ტეხავს რა..კაი თამაში მომანატრეს რა…
იუვე სტარტს ძან მაგარ ფორმაში შეხვდებაა კონტე მე მჯერა შენი,ნახავთ ლაციოს რას უზავთ
კონტე ლორენტე არ დააყენო სასტავში
რა ავარჯიშა ამან კიდევ ამისთანა შატილიონში? იმედი მაქვს სუპერთასისთვის კარგად იქნებიან უკვე.
ისე რო გეუბნებოდით და ტიმ ქაფი რა ტურნირია რო სერიოზულად მივდუგეთო, აი შედეგი! თქვენ არი ძახდით რო ამერიკაში ნახე იუვე რეებს იზავსო?!