ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პოგბა : “უნდა გავიზარდო “იუვეში””

ტურინის “იუვენტუსის” ახალგაზრდა მოთამაშე პოლ პოგბა საკმაოდ მიზანდასახულია და მას სურს უფრო მეტს მიაღწიოს, ვიდრე მიაღწია. ფრანგი ანტონიო კონტეს გუნდს სულ ახლახანს შეუერთდა, შეგახსენებთ, რომ მან 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ასევე, მას ჰქონდა დებიუტი საფრანგეთის ნაკრებშიც : მან 2 მატჩი ჩაატარა, ხოლო ესპანეთთან წითელი ბარათი მიიღო. 20 წლის მოთამაშემ საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა : “ჩვენ წინა წელთან შედარებით ძლიერები ვართ “სერია A”-შიც და ევროპაშიც. პირველი მიზანია ზედიზედ მესამე “სკუდეტო”, ჩვენ გამარჯვების წყურვილი კვლავ გვაქვს, ხოლო მეორე ნანატრი “ჩემპიონთა ლიგა”. მე ვიცი, რომ “იუვენტუსში” მსოფლიო ჩემპიონი ვბრუნდები, მაგრამ უნდა გავიზარდო, უნდა გავიზარდო “იუვეში”. ცხადია, იმედი მაქვს, რომ უფრო მეტ მატჩს ჩავატარებ ვიდრე 2012/2013 წლების სეზონში, ეს მე ზრდაში ხელს შემიწყობს. თუ ანტონიო კონტე მომთხოვს, მე სიამოვნებით ვითამაშებ ანდრეა პირლოს პოზიციაზე, რომელზეც სიამოვნებით ვითამაშებდი. მოთამაშე “მანჩესტერ იუნაიტედიდან” თავისუფალი აგენტის სტატუსით გადმოვიდა და უკვე ფანების არმია ჰყავს : “მომავალი? მე “იუვეს” ფეხბურთელი ვარ, ასევე უბედნიერესი. ამიტომ მე “იუვენტუსი” მიყვარს. ფანებმა დიდი სიყვარული მაგრძნობინეს.” მოთამაშეს კონტრაქტი 2016 წელს ეწურება, მიუხედავად ამისა სექტემბერში დაიწყება მოლაპარაკებები კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, როგორც პოგბასთან ასევე ანდრეა პირლოსთან.

წყარო : Tuttosport, Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x