ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ოფიციალურად : ვიდალი ტურინში 2018 წლამდე !

ამაზე უკვე ოფიციალურად შეგვიძლია საუბარი . ტურინის ” იუვენტუსის ” ჩილელმა ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა 2018 წლამდე გაახანგრძლივა ბიანკონერისთან არსებული ხელშეკრულება . მოთამაშის აგენტი ფერნანდო ფალიჩევიჩი შეხვდა კლუბის ხელმძღვანელობას და ყველა დეტალზე უკლებლივ მალევე მიაღწია შეთანხმებას , ყოველგვარი პრობლემის გარეშე . ჯერ ჯერობით თანხასთან დაკავშირებით ანუ ფეხბურთელის ჯამაგირის გაზრდაზე კონკრეტული ციფრები არ სახელდება , თუმცა მთავარია რომ ვიდალმა გაახანგრძლივა ხელშეკრულება და არა ის რამდენად მეტს მიიღებს ახალი შეთანხმების საფუძველზე . არტურომ საკუთარი გვერდის დახმარებით Facebook – ზე შემდეგი სიტყვები გამოაქვეყნა : ” 2018 . მადლობა , იუვენტუსს ! ” …

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
A.DP
11 years ago

ჯიგარი ხარ მეფე არტურ :juvee: :juvee:

valeri elisabedashvili
11 years ago

:forza: :forza: :forza: ასწორებსსსს ხალხოოო დაწერეთ იუვე ინტერი დღეს რომელ საათძეააა

delpieronedved
11 years ago

02:30 რა ვაკეთო მანამდე

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x