tuttosport : იბარბოს საკითხი შესაძლოა შაბათ – კვირას გადაწყდეს
იტალიური გამომცემლობების ინფორმაციით , მიუხედავად იმისა რომ ამაზე ღიად არცერთი მხარე არ საუბრობს , შესაძლოა უკვე მოახლოებულ უქმეებზე ვიქტრო იბარბომ შავ-თეთრი მაისური მოირგოს . კოლუმბიელის მიმართ ტურინელები უკვე დიდი ხანია იჩენენ დაინტერესებას და როგორც მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარა დაუსვამს ამ საგას წერტილს . მოსაგვარებელი ამ ეტაპზე ჩელინოსთან , კალარის პრეზიდენტთან ფასის შეთანხმებაა , რომელსაც არ სურს მოთამაშის არენდით გაშვება ან რაიმე ამდაგვარ ოპერაციაში ჩართვა . თუმცა , თავის მხრივ სარდინიელებს ძალზედ ესიმპატიურებათ ახალგაზრდა ბელტრამე და შესაძლოა მაროტამ სწორედ ეს ვარიანტი გამოიყენოს სასურველი შედეგის მისაღწევად და დააკმაყოფილოს ანტონიო კონტეს სურვილი , რომელიც იბარბოს შესაძლებლობების თაყვანისმცემელია .
წყარო : tuttosport
უნდა იყიდონ