ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორები და სიახლეები

საუბრები ალესანდრო მატრისა და ფაბიო კვალიარელას ტურინიდან აბარგების შესახებ სულ უფროდაუფრო სერიოზულ სახეს იღებს.მსოფლიო პრესა იტალიელ ფორვარდებს არაერთ კლუბს უკავშირებს და როგორც ჩანს, ჯუზეპე მაროტას მათი გაყიდვა აქვს გადაწყვეტილი.ფაბიო კვალიარელას ერთ-ერთი მსურველი ინგლისური “სანდერლენდია”, რომელმაც სულ ახლახან “იუვენტუსიდან” ემანუელე ჯიაკერინი გადაიბირა.პაოლო დი კანიო და ბრიტანული გუნდის მესვეურები მზად არიან ეტა-ბეტაში 10 მილიონი ევრო გადაიხადონ.რაც შეეხება ალესანდრო მატრის, მისი დიდი გულშემატკივარი რაფა ბენიტესია და არის შანსი იმისა, ალემ კარიერა სწორედ ნეაპოლში განაგრძოს.ინგლისელ მწვრთნელს 29 წლის ფორვარდი გონსალო იგუაინის შემცვლელად ესახება და აურელიო დე ლაურენტისი აპირებს, ბიანკონერებს მატრის სანაცვლოდ 12 მილიონი ევრო შესთავაზოს.ამ ტრანსფერების გაფორმების შემდეგ კი მაროტა/პარატიჩის დუეტს შესაძლებლობა ექნება, “კალიარიდან” ვიქტორ იბარბო გაიფორმოს, რომლის გუნდში მოსვლაც ანტონიო კონტეს სურვილია.არაა გამორიცხული, ტრანსფერში სტეფანო ბელტრამეს უფლებათა პაკეტის 50 % ჩაერთოს, ამას რაღა თქმა უნდა, ტრანსფერის ღირებულება – 5 მილიონი ევრო დაემატება.

წყარო : Tuttojuve, Football Italia

26 thoughts on “სატრანსფერო ჭორები და სიახლეები

  1. ზიპოვიჩიც მაგრად დამევასა კაი ჩუვაკია ეე კონტე მიეცი ხალხს ძირითადში თამაშის საშვალება ისე რას გავიგებთ ვინ გვებადება კიდევ

  2. ერთი მიკვირს რა როცა არის გუნდში კვალი და მატრი ან სახელებს რა მნიშვნელობაა აქ რო ხედავ რო დიდად არაფერი გამოდის მაგათგან მაგათი კიდე განვითარება ისეთი პონტია 29 30 წლისების რაგა დროს განვითარებაა…აიყვანონმ ძირითადში ეს ბელტრამე მანძუკი ერთი მაინც იქნებ და იუვეს გირსეული 10 ნომერი ხდება რომელიმე..შეცვლებზე შემოიყვანოს და იქნებ სასწაული იგროკი გამოდგეს :boli:

  3. 41 ნომერი ბურჩე ქვია მგონი მაგარი ნახევარმცველი დადგება მაგისგან ბურთის კონტროლი პასი დარტყმა ტველაფერი გამოდის მე რო ვიყო კონტეს ავიყვანდი მაგ ბიჭს იუვეში

  4. კალიარიში მატრიც ბრდღვნიდა და დიდი ზარზეიმით გადმოვიდა / და დაიწყო დუბლით / მაგრამ მერე შეწყვიტა პროგრესი …

  5. Darja გეთანხმები მატრის ვერ უყურებს იუვე მაგრამ სკამზე კარგია ლორენტე ესპანეთიდან იტალიაში არ ვიცი რას იზავს ღმერტმა ქნას შენი იყო მართალი და მე ვცდებოდე :up:

  6. delpieronedved

    ეგ მე ვთქვი სადმე ? :lool: ნებისმიერ შემთხვევაში ლორენტეს გაცილებით მაღალი დონის ფეხბურთი აქვს ნათამაშევი ვიდრე მატრის ან კვალიარელას, როდემდე უნდა მისცეს იუვენტუსმა შანსი მატრის და როდემდე ელოდოს მის გაბრწყინებას როგორც მსოფლიო დონის ფორვარდს ? რატო არ მოგწყინდათ ერთიდაიგივეზე ყურება 3 წელია და მაინც არაფერი არ გამოდის, რადგან იყიდა კონტემ ე.ი სჭირდება ის კაცი და ვაცალოთ, წინასწარ რატო პროფესორობთ

    და ჯიოვინკო გაძვირდა თორე რო მოვიყვანეთ ვარსკვლავები მოწყვიტა რა, ვერაფერი სეზონი ჰქონდა და იმედია წელს იზამს რამეს თორე მაგასაც გაუშვებენ დარწმუნებული ვარ, ერთი პარმა იკლავდა თავს სებას გამო და მეორე კონტემ დაიბრუნა, მეტი ვის უნდოდა თუ ძმა ხარ, 50 პროცენტს რომ აძლევს როცა ერთი იუვენტუსია და მეორე კალიარი უპირატესობა იუვეს რჩება იასნია..

  7. გასაგებად თქვა მაროტამ არცერთი ტრანსფერი არ განხორციელდება მანამ სანამ არ წავლენო, ჰოდა სანამ მატრი-კვალია არ წავა არ გაფორმდება იბარბოს ტრანსფერი რას გენიოსობთ ტო :loool:

  8. კვალიარელას ნუ წაუღეს უძლიერესი შემგდებია აცალონ მატრი გაყიდონ და ყველაზე უარეს შემთხვევაში 22 მილიონად თუ იბარბოს გარდა სხვა შემცვლელი არ მოიაზრება არ ყოფილა ჩვენი საშველი ლიგაზე არც უნდა ვიფიქროთ წესიერი მენეჯერი მაგ ფასში სანჩესს იყიდის ბარსელონადან მარა პროსტა ისაა რომ ფასების ზრდასთან ერთად ხელფასებიც უნდა სასტავს დიდი და დღეს იუვენტუსი დიდ ხელფასებს ვერ გადაუხდის ეგ ხელფასი რო არა ეტოოს ყიდვა შეილება 15 ს ითხოვს ანჟი რა იბარბო

  9. გენაცვალე მიდი ბელტრამეს 50% გაასხვისებს კაპიკებშI მერე სებასავით გაძვირდება და იყიდის ყოჩაღ მაროტა ყოჩაღ :mad: არ შეჭამა გული იბარბო ვერ უყიდია ისე რო არავინ ჩარიოს ტრანსფერში ისე იბარბო ლიგაზე უფრო იტამაშებს ვიდრე ვიტომ ტოპი ლორენტე და ტევესი სისწრაფე აქ იბარბოს და ძლიერია ფიზიკურადაც

  10. იბარბოს შეძენას ამდენი ფილოსოფია უნდა …??
    კოლროვში იუვემ 12 მილიონი შესთავაზაო და გამეცინა / ერთ ერთ საიტზე ეწერა ეხლა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.