კიელინი : ” გულშემატკივრების მხარდაჭერა აუცილებელია ”
პრიმავერასთან სპარინგ მატჩის შემდგომ , ჯორჯო კიელინი ჟურნალისტებს გაესაუბრა …
არცთუ ისე ცუდი ტესტი სუპერ თასის მატჩის წინ ” ლაციოსთან ” …
” დიახ . თან გავითვალისწინოთ ისიც , რომ უმრავლესობა ჩვენთაგანს ამ კვირაში სანაკრებო ბატალიებში მოუწევს ასპარეზობა და უკვე კვირას კი მძიმე მატჩი ” ლაციოსთან ” .
კონტეს გაკრიტიკების შემდგომ , გახდა თუ არა ” იუვენტუსი ” უფრო მეტად მოტივირებული ?
” კრიტიკა სწორად უნდა იყოს გაგონილი . აუცილებელია სწრაფვა სრულყოფილებისთვის , არ უნდა გავჩერდეთ მიღწეულზე . ვიცით , რომ მხოლოდ მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად მივაღწევთ სეზონის პირველ შეხვედრაში წარმატებას . პირველი მატჩი ” ლაციოს ” მოედანზეა და მას სრული კონცენტრაციით ვხვდებით , გვსურს ჩავდოთ ფუნდამენტი სამომავლო გამარჯვებისთვის მოახლოებულ სეზონში ” .
ტიფოზები ზედიზედ მესამე სკუდეტოს ელიან და ასევე ოცნებობენ ჩემპიონთა ლიგის თასსზე …
” ჩვენც ვოცნებობთ . აუცილებელია რეალურად ავწონოთ სიტუაცია , მხოლოდ ყოველ დღიურ ოფლის ღვრას ძალუძს რეალური შედეგის მოტანა . გულშემატკივრები კი თავის მხრივ დიდ ენთუზიაზმს და მოტივაციას გვძენენ . გვსურს მათთვის დიდი ბედნიერების მოტანა იტალიაში მიღწული მორიგი წარმატებით და ევროპაში საკუთარი თავის რაც შეიძლება კარგად წარმოჩენით ” .
რა ფორმაში იმყოფება კარლოს ტევესი ?
” ჩემი მხრიდან ამის შეფასება პრობლემატურია . ისე კი ფაქტია რომ უკლებლივ ყველა მძიმედ გრძნობს თავს იმ დატვირთვების გამო რაც გამოვიარეთ . ისე კარლოსი რომ ჩემპიონია ამას წყალი არ გაუვა და უმოკლეს პერიოდში ის ამაში კიდევ ერთხელ დაარწმუნებს აუდიტორიას ” .
შეიცვალა თუ არა დისტანცია ” იუვენტუსსა ” და ევროპის წამყვან კლუბებს შორის ?
” რა დისტანციაზეა საუბარი სიმართლე გითხრათ ვერ ვხვდები , რადგან შარშანდელ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი ” ჩელსი ” ჯგუფში ჩავტოვეთ , რომელმაც შემდგომ ევროპა ლიგაზეა მიაღწია წარმატებას . ” ბარსელონასთან ” , ” რეალთან ” და ” ბაიერნთან ” დაპირისპირების წინ კარგ ფორმაში უნდა ვიყოთ , რომ სათანადო დონეზე ვიდგეთ მათთან . წლევანდელი კონცეპცია იტალიური კლუბების მომზადების სხვა ევრო გრანდებთან განსხვავებულია და ვფიქრობ სეზონის მიწურულს აპენინური გუნდები დამსახურებულ საჩუქარს მიიღებენ ” .
წყარო : Tuttojuve
სანდერლენდს დეჩელიე პელუზო და კუალიარელა მოუნდა და ეს ტრანსფერები თუ გაჩარხეს დიდი სიამოვნებით ვუგულშემატკივრებ მათ და ასევე მატრი შეიძლება ხვალევე გახდეს ნაპოლის ფეხბურთელი…
თუ ესე მოხდა და ეს 4 ტრანსფერი განხორხციელდა მაშინ დაახლოებით იუვე 30-35 მილიონს მიიღებს არა? და შეიძლება მერე ერთი ტოპ ტრანსფერი განვახორციელოთ აგუერო ან ვერატი მოიყვანონ და + კოლაროვი
ჯაკერინი: “ვნანობ, რომ დავტოვე “იუვენტუსი”
“სანდერლენდის” ახალმა მოთამაშემ ემანუელ ჯაკერინიმ ჟურნალისტებს “იუვენტუსში” მისი ყოფნის შესახებ მოუთხრო. შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრების მოთმაშემ ტურინული კლუბი ამ ზაფხულს დატოვა. ინგლისურმა კლუბმა მასში 7,5 მილიონი ევრო გადაიხადა. “მე ორი არაჩვეულებრივი წელი გავატარე “იუვენტუსთან” ერთდ”-აღნიშნა 28 წლის მოთამაშემ.-მე “ჩეზენადან” გადმოვედი “იუვენტუსში”, გავხდი იტალიის ჩემპიონი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი, ვითამაშე კონფედერაცის თასისათვის ბრაზილიაში. ახლა პაპთან შეხვედრის შესაძლებლობა მომეცა… ვნანობ, რომ დავტოვე “იუვენტუსი”, მაგრამ კლუბთან თათბირის შემდეგ იმ გადაწყვეტილებამდე მივედით, “სანდერლენდი” ჩემთვის კარგი ვარიანტი იქნებოდა. “სანდერლენდს” აინტერესებს კვალიარელა? შემიძლია გითხრათ, რომ მე მართლაც ბედნიერი ვარ აქ. ფაბიომ სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს”.
ძმაო არ ჰეძლება ეგრე ლაპარიკი. კიელინი ძაან მაგარია. მაგრამ სხვა ფეხბურთელებსც უნდა ვცეთ პატივი. პირლო,ვიდალი,ბოპონი.პოგმა, ტევესი, როლენტე.რა არ მოგცონს ესე ახლები არიან მალე ათამაჰდებიან. იუვეჰი დაბილი დონე არაა. არ არასდროს იყო და არც იკნება. კონტე სულელი არა. აგარ ნახავ ცელს სერიუზელ ცარმატებას მივაგცევთ. და უნდა გახსოვდეს ეს იუვენტუსი დიდი გუნდი. ლეგანდა ცავიდა სახელად დელპიერო ცავიდა. თუმცა გუნდმა იმის მერე. ზედიზედ სკუდეტო მოიგო. ცელს ლიგის ჯერია. ცარმატება იუვეს.
ეჰ ჯორჯო ნეტა ყველა შენი დონის იყოს გუნდში