ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ციებ ცხელება

ტურინის ” იუვენტუსი ” და ნეაპოლიტანური ” ნაპოლი ” განაგრძობენ მოლაპარაკებებს ალესანდრო მატრისა და ხუან კამილო ცუნიგას ბარტერზე . Libero – ს მტკიცებით მხარეები ფინანსურ დეტალებს აგვარებენ . ბიანკონერის ფორვარდი 15 მილიონი ევროთი ფასდება , მაშინ როდესაც ცუნიგას ეწურება მოქმედი კონტრაქტი ნეაპოლიტანელებთან და ამიტომ მისი ფასი 4 მილიონ ევრომდე ეცემა . დე ლაურენტისი მზად არის 8 მილიონი ევრო დაუმატოს მაროტას ცუნიგასთან ერთად , რაც ჯამში მატრის სანაცვლოდ 12 მილიონ ევროს უდრის . ეს წინადადება კი ტურინელთათვის მისაღებია .

Corriere Dello Sport – ის ინფორმაციით , ფაბიო კუალიარელა კარიერას სავარაუდოდ ” სანდერლენდში ” განაგრძობს . ამასთანავე მაროტა ელოდება ინფორმაციას ნეაპოლიტანელებისგან ცუნიგას საკითხზე , თუმცა პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები სიტისთან კოლაროვის თაობაზე . სახსრები რომელიც ბიანკონერის ორი ფორვარდის ( მატრი – კუალიარელას ) გასხვისებისგან განჩნდება , მოხმარდება ფლანგების გაძლიერებას .

Gazzetta Dello Sport ის მტკიცებით პაოლო დი კანიოს კიდევ ორი იუვენტინო სურს ” სანდერლენდში ” . ემანუელე ჯიაკერინის დამატების შემდგომ მის ინტერესთან სფეროში ფედერიკო პელუზო და პაოლო დე ჩელიე მოხვდნენ .

TalkSport.com – ი იტყობინება , რომ ევერტონი არ ყრის ფარ ხმალს და ახალ წინადადებას ამზადებს ლუკა მარონესთვის . შეგახსენებთ ტურინელებმა ბრიტანელებს პირველ წინადადებაზე უარი განაცხადეს . პრემიერ ლიგის ბინადრებს არენდით სურდათ მისი აყვანა . ახალი წინადადება კი შემდეგნაირად გამოიყურება – 8.5 მილიონი ევრო იტალიელი ნახევარმცველის სანაცვლოდ .

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
A.DP
11 years ago

რით ვერ მოაგვარეს რა მატრის და კვალის ამბავი. :blin:

giorgi
11 years ago

მოკლედ რააა.. თავდამსხმელი ვერ ნახეს ამათმაც… რამდენი ვარიანტია იუვესთვის…………..1)იულიან დრაქსლერი (შალკე).. არ იყიდეს თუ რა მოხდა არ ვიცი… 2)ალექსანდ მეიერი (აინტრახტი. ფ.)კაი შემტევია და გამოცდილიც…..3)ს. კისლინგი (ბ.ლევერკუზენი)იმენა მაგარი კაცი. გოლავიკი რასაც ქვია……4)ადურიზი (ა.ბიბაოდან) ესენი ყველა ხელ მისაწდომია.. დაშედარებით იაფებიც კი.. მაგრამ მაროტას სად აქ თვალები :blin:

mishka berianidze
11 years ago

ამ ნაპოლს მატრი და + 12 მილიონი შევთავაზოთ ინსინეს მაგივრად იქნებ რამე გამოვიდეს ეს სუნიგა არ მინდა რომ მოვიდეს
ყველაზე მეტად ეხლა გვინდა აი ეს სამი კაცი და სეზონი დავიწყოთ
ლუის სუარესი, ალექსის სანჩესი და ნასრი
შემდეგ ესენი გავყიდოთ
დე ჩელიე, პეპე, მატრი, კვალიარელა, რუბინიო, მოტა, მარტინესი, ციგლერი.

dito chanturia
11 years ago

დაუმატონ ევერტონს და მირალასი წამოიყვანონ აქეტ და მორჩა თავდასხმაში პრობლემები.. დეჩელიე და პელუზო გაუშვან ორივე და დაიმატონ ერტი კოლაროვი და კოლაორვი-ასამოა გვეყოლეა მარცხნივ. მარჯვნივ ლიხტა-ისლა-პეპე არ გივნდა სუნიგა

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x