ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარკიზიო : “რომში თამაში პეკინში თამაშზე უკეთესია”

სუპერთასის მატჩამდე ერთი დღით ადრე La Gazzetta Dello Sport – ს ინტერვიუ კლაუდიო მარკიზიომ მისცა : “გულშემატკივრების პოზიცია ? – გასაგებია, რომ ისინი ამერიკაში წაგებული მატჩებით უკმაყოფილონი არიან, ჩვენ ხომ ყოველთვის გამარჯვებისთვის ვიბრძვით, მაგრამ წინასასეზონო შეხვედრები უპირველეს ყოვლისა ფიზიკური თვალსაზრისითაა აუცილებელი, მათი შედეგი მეორეხარისხოვანია.პრობლემები დაძლეულია, მზად ვართ სუპერთასისთვის ვიბრძოლოთ.გუნდი ძალიან მოტივირებულია და ამას თითოეული ჩვენგანი ამჩნევს, გვინდა ტრიუმფით დავასრულოთ ხვალინდელი დღე.ლაციო საკუთარ მოედანზე თამაშობს, მაგრამ ჩვენ იტალიის ჩემპიონები ვართ.პირადად ჩემთვის, რომში თამაში უმჯობესია, ვიდრე პეკინში.მატჩს 60 000 გულშემატკივარი დაესწრება და ისინი ნეიტრალური ტიფოზები არ იქნებიან, გულშემატკივრების გვერდით დგომას ყოველთვის ვრძნობთ.”

“რას ველი მატჩისგან ? – ბრძოლას, როგორც ფიზიკურს, ისე ტაქტიკურს.კარგად გვახსოვს, 4 შეხვედრიდან “ლაციოს” დამარცხება წინა სეზონში მხოლოდ ერთხელ მოვახერხეთ.თამაშით რომაელებს აშკარად ვაჯობეთ, თუმცა შედეგის მიღწევა განსაკუთრებით გაგვიჭირდა.ეს ტევესის მატჩი იქნება ? – ვისურვებდი, მთლიანად “იუვემ” ჩაატაროს კარგი შეხვედრა.კარლიტო უმაღლესი დონისა და კლასის ფეხბურთელია.ლიორენტე ? – მთელი კარიერის მანძილზე იგი ესპანეთში თამაშობდა და გასაკვირი არაა, ცოტა გაუჭირდა.აპენინებზე უდიდესი მნიშვნელობა ტაქტიკას აქვს, ცოტაც და იგი ადაპტაციის გავლას დაასრულებს.კრიტიკა ფეხბურთელს აძლიერებს.ნანდოს ტრანსფერით ბებერი ქალბატონი სერიოზულად გაძლიერდა.” – განაცხადა მარკიზიომ.

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x