ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ციებ ცხელება

ტურინული გამომცემლობების ინფორმაციით , გუშინ შედგა შეხვედრა ანტონიო კონტესა და ჯუზეპე მაროტას შორის , სადაც განხილული იყო კლუბის მიერ განხორციელებული სატრანსფერო სვლები . შედგა შეთანხმება რის საფუძველზეც ბიანკონერის გენერალურმა დირექტორმა მინიმუმ ერთი მოთამაშე აუცილებლად უნდა დაიმატოს შაბათ საღამომდე , ანუ იმ დრომდე სანამ ” იუვენტუსი ” სერია ა-ს პირველი ტურის მატჩში ” სამპდორიას ” დაუპირისპირდება . ჩნდება კითხვა თუ ვინ იქნება ის … ყველაზე მეტი შანსი ხუან კამილო ცუნიგას გააჩნია , რომელსაც უკვე აქვს პირადი კონტრაქტი შეთანხმებული ბებერ ქალბატონთან . 4 წლიანი ხელშეკრულება და წლიურად 2.5 მილიონი ევრო . ჩნდება აქა იქ ინფორმაცია ბიაბიანის თაობაზეც , მაგრამ იქ სიტუაცია ოდნავ პრობლემატურად გამოიყურება რადგან ფრანგი ფორვარდის კონტრაქტს ორი კლუბი – პარმა და სამპდორია ფლობენ . სავარაუდოდ უახლოეს დღეებში ყველაფერს საბოლოოდ მოეფინება ნათელი . მაგრამ მთავარ საკითხად მაინც გაყიდვები რჩება . კლუბმა აუცილებლად უნდა დაიწყოს იმ ფეხბურთელების გასხვისება , რომლებიც არ შედიან კონტეს გეგმებში , ასეთი კი საკმაოდ მომრავლდა ბოლო ხანებში …

სასიამოვნო ინფორმაცია ვრცელდება ტურინელთათვის მაურისიო ისლას თაობაზე . ინტერი მზად არის ჩილელ უნივერსალში 7 მილიონი ევრო გადაიხადოს . თავად ფეხბურთელთან უკლებლივ ყველა დეტალია შეთანხმებული , ეხლა ჯერ უკვე თავად კლუბებზე და მათი პირველი პირების სურვილზეა .

განელი ფორვარდი რიჩმონდ ბოაჩი , რომელიც იუვეს და ჯენოას თამაფლობელობაში იმყოფება , შესაძლოა კარიერა ერთ ერთ ესპანურ კლუბში განაგრძოს და კერძოდ ” ელჩეში ” , რომელსაც ძალზედ სურს მისი არენდით აყვანა . ესპანელებს კონკურენციას აპენინური ” ლივორნო ” უწევს .

Tuttomercatoweb – ის ინფორმაციით ბიანკონერის პრიმავერას მარგალიტი ზორან იოსიპოვიჩი , რომელმაც ყველა აღაფრთოვანა ვილა პრეზოში შეკრებისას , ახლოს არის ” ნოვარაში  ” გადასვლასთან , სადაც რა თქმა უნდა არენდის წესით იასპარეზებს .

Sky Sport Italia აქვეყნებს ინფორმაციას , რომლის თანახმადაც პრემიერ ლიგის ბინადარი ” სანდერლენდი ” მზად არის დაიწყოს კონკრეტული მოქმედებები ბიანკონერის მარცხენა მცველის – პაოლო დე ჩელიეს ხელში ჩასაგდებად . მისი სავარაუდო ღირებულება 4 მილიონი ევროა , ხოლო თავად ფეხბურთელი წლიურად 2 მილიონ ევროს იღებს ანაზღაურების სახით . ანტონიო კონტემ მწვანე შუქი მისცა ფეხბურთელის გასხვისებას .

” სასუოლო ” და ” იუვენტუსი ” განაგრძობენ მოლაპარაკებებს შვეიცარიელი რეტო ციგლერის თაობაზე . სხვადასხვა ავტორიტეტული აპენინური გამომცემლობის მტკიცებით , რამდენიმე დღეში შეთანხმება აუცილებლად იქნება მიღწეული და 27 წლის ფეხბურთელი კარიერას მოკრძალებული კლუბში განაგრძობს .

ფაუსტო როსიმ კი საფეხბურთო თავგდასავალი შესაძლოა ესპანეთში განაგრძოს . მისი პერსონით არა ერთი ესპანური კლუბი დაინტერესდა , რომელთა შორისაც არიან ” ვილიარეალი ” და ” სევილია ” . Gazzetta Dello Sport  – ის მტკიცებით ახალგაზრდა ფეხბურთელით ” ლევანტეც ” გამოხატავს ინტერს , რომელსაც ძალზედ ესაჭიროება ზუსტად ამ ტიპის მოთამაშე . ” ლევანტე ” მზად არის არენდის თაობაზე შეთანხმების განსახორციელებლად .

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
11 years ago

ჰა მოათრიონ ეგ ზუნიგაც და ეგაა რა :forza:

levani ...
11 years ago

ციგლერი უკვე გადავიდა სასუალოში

arseni
11 years ago

კი ვუჩინიჩის პროგრესდი სახეზეა და უნდა ვაღიაროთ … მგონი რომაში რომ იყო ის მირკო დაბრუნდა / აგერ ნაკრების თამაშშDიც გაიტანა მნიშვნელოვანი გოლი და იმედია კიდევ უფრო უკეთესად ითამაშებს

11 years ago

Вучинич красавец, отличную форму набрал, уже на форуме по этому поводу писал. Дай Бог, чтобы так и продолжал. На поле успевает везде: и в атаке, и в защиту возвращается, буквально летает по полю, что увидишь редко в его исполнении. В том же духе, Мирко!

აგერ ამას იუვეს რუსულ საიტზე წერს გულშემატკივარი, მარტო ამ საიტზე ვერ ამჩნევენ ვუჩინიჩის პროგრესს )))

dito chanturia
11 years ago

აუ კარგი ქინება როსი ვილიარეალში გადავიდეს მაგრა მევასება ეგ გუნდი და მაგრა მენანება ასე რო დაინგრა იმედია მალე დაბურნდებ ელიტაში ისევ

irakli28
11 years ago
Reply to  dito chanturia

xოო მართლა მაგარი იყო თავის დროზე, ლიგაზე ყოველ წელს გადიოდა

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x