ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ციებ-ცხელება

12 დღე სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე და ჯუზეპე მაროტას მთავარი სამიზნე – ჯეოფრეი კონდოგბია.იტალიური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტურინის “იუვენტუსი” 18 მილიონ ევროს იხდის ფრანგი ტალანტის სანაცვლოდ, ბიანკონერები კონდოგბიას პოლ პოგბას “ტყუპისცალად” თვლიან და ყველაფერს აკეთებენ მის ხელში ჩასაგდებად.”სევილიას” გაცილებით მომგებიანი წინადადებით შესაძლოა მიმართოს ფრანგულმა “მონაკომ”, რომელსაც ეკონომიური თვალსაზრისით ნამდვილად არ უჭირს, მთავარი როლი ტრანსფერში ფეხბურთელის სურვილმა უნდა ითამაშოს, თავად 20 წლის ნახევარმცველი გადაწყვეტს, სად სურს კარიერის გაგრძელება.

ფაბიო კვალიარელას კი დღეს უკვე “ვესტ ჰემის” მომავალ ფორვარდად ნათლავენ.პრესა ირწმუნება, რომ იტალიელმა უკვე შეათანხმა ბრიტანელებთან კონტრაქტის დეტალები და ახლა ჯერი კლუბებზეა, დათანხმდება თუ არა ბებერი ქალბატონი ნისლიანი ალბიონიდან შემოთავაზებას.

რაც შეეხება რეტო ციგლერს, შვეიცარიელი მცველი კარიერას იტალიურ “სასოულოში” განაგრძობს.”სამპდორიას” ყოფილი უკანახაზელი, რომელსაც “იუვეს” მაისურით არცერთ ოფიციალურ შეხვედრაში არ მიუღია მონაწილეობა, აქამდე არენდის წესით “ფენერბაჰჩესა” და მოსკოვის “ლოკომოტივში” გამოდიოდა.სეზონის ბოლოს სერია A – ში ახლად აღზევებულ კლუბს რეტოს გამოსყიდვის უფლება და უპირატესობა ექნება.

“იუვენტუსმა” კი თითქმის დაიბევა ჯონათან ბიაბიანის ტრანსფერი.ტუტოსპორტის ინფორმაციით, ბიანკონერები “პარმას” გარემარბს უახლოეს დღეებში გაიფორმებენ, ტრანსფერში კი შესაძლოა ფაუსტო როსის ან სტეფანო ბელტრამეს უფლებათა პაკეტის გარკვეული ნაწილი იქნას ჩართული.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Goga
11 years ago

კონდოგბია კარგია, მაგრამ ეს თუ მოვა, სავარაუდოდ მარონე წავა…

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x