ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ციებ ცხელება

ფაქტიურად გადაწყვეტილია ფაბიო კუალიარელას გადაბარგება პრემიერ ლიგაში . საკითხავი მხოლოდ ის არის , თუ რომელ კონკრეტულ კლუბში განაგრძობს კარიერას ნეაპოლენატელი წარმოშობის ფორვარდის . მისთვის ნორვიჩი და ვესტ ჰემი იბრძვიან . იტალიური პრესის ინფორმაციით , ვესტ ჰემი მზად არის 1 მილიონ ევროდ , არენდით აიყვანოს კუალიარელა და სეზონის ბოლოს აუცილებელი გამოსყიდვის უფლებით 6 მილიონად სრულად შეიძინოს მისი კონტრაქტი . ტურინული გუნდის ხელმძღვანელობას კი მისი დაუყონებლივ გაყიდვა აქვს განზრახული და ნორვიჩი უკვე ეხლა გამოთქვამს მზადყოფნას გადაიხადოს 7 მილიონი ევრო , ანუ ის თანხა რასაც კუალიარელას სანაცვლოდ ითხოვენ .  პრემიერ ლიგაში მარტო ფაბიოს არა აქვს შანსი ძალების მოსინჯვის , სავარაუდოდ მის გზას პაოლო დე ჩელიეც გაყვება , რომლის მიმართ დაინტერესებას ” სანდერლენდი ” გამოხატავს . დი კანიოს გუნდი 2.3 მილიონ ევროს სთავაზობს მაროტას მარცხენა მცველის სანაცვლოდ . ამასობაში მონაკოს და იუვენტუსის პირველი პირები ერთმანეთს ლუკა მარონეს ტრანსფერთან დაკავშირებით შეხვდნენ … იტალიელი , პოპულარული საფეხბურთო ექსპერტის ჯანლუკა დი მარციოს მოსაზრებით ფაუსტო როსი კარიერას ” ვალიადოლიდში ” განაგრძობს , ხოლო მოკრძალებულ ” კიევოს ” რიჩმონდ ბოაჩის არენდით აყვანა აქვს გადაწყვეტილი …

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
irakli28
11 years ago

ჯერ ეს ვუჩინიჩი წაიღეთ რააა :blin: :blin: :blin:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x