ტევესი: ” მოედანზე მე და ვუჩინიჩს ერთმანეთის გვესმის “
კარლოს ტევესი იმედოვნებს, რომ მისი პარტნიორობა მირკო ვუჩინიჩთან წარმატებული გამოდგება. “სუპერთასის” მოპოვების შემდეგ არგენტინელი ოპტიმისტურადაა განწყობილი და თავსაც შესანიშნავად გრძნობს: ” ვუჩინიჩს კარგად ვუგებ, ჩერნოგორიელი ის ფეხბურთელია, ვისაც თამაშში გარდატეხის შეტანა შეუძლია. კვირას მხოლოდ მეორედ ვითამაშეთ ერთმანეთის გვერდით, ჯერ კიდევ კარგად უნდა შევთამაშდეთ, დავხვეწოთ ჩვენი მოძრაობები, მაგრამ ამ მომენტისათვის უკვე კმაყოფილი ვარ. ნამდვილად კარგი სტარტი გამოგვივიდა, მაგრამ კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ და სეზონის დასაწყისისთვის მოვემზადოთ. კარგ ფორმაში ვარ, მაგრამ ვგრძნობ, რომ თამაშიდან თამაშამდე კიდევ უფრო მეტის გაკეთებას შევძლებ. პირველი მიზანი “სკუდეტოს” მოგება და ამით ისტორიის ფურცლებზე ჩვენი სახელების ჩაწერაა, ყველაფერი დანარჩენი ამის შემდეგ. “ჩემპიონთა ლიგის” თასი? მის მოგებაზე ვოცნებობთ და ამ ოცნების რეალობად ქცევისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ” -აცხადებს ტევესი.
წყარო: football italia
ოღონდაცა რაააააა, ვუჩინიჩს თუ თამაშში გარდატეხის შეტანა შეუძლია……..