ბონუჩი : ” კონტემ მოედანზე ის იუვე იხილა , რომელიც სურდა ”
” ეს ის იუვეა რომლის ხილვაც კონტეს სურს . პირველი 25 წუთი ჩვენი სრული დომინირებით წარიმართა , მაგრამ გაშვებულმა ბურთმა მცირე ჩავარდნა გამოიწვია . თუმცა , მეორე 45 წუთი აქტიურად დავიწყეთ და ვუჩინიჩის გოლმა სტატუს ქვო აღადგინა . ერნანეშის გაძევებამ კი ხელ ფეხი გაგვიხსნა და შედეგად მატჩის ტემპი დაგვაგდებინა . რომში მაშინ დავსაჯეთ როდესაც გარისკვა დაიწყეს , დღეს კი საკუთარ თამაშს პირველივე წამებიდან ვაწყობდით . ორი აზრი არაა , რომ მინდორზე დავამტკიცეთ თუ ვინ არის უძლიერესი . ბუნებრივია ჯიაკერინის და მატრის წასვლა იქონიებს ზეგავლენას , მაგრამ მოედანზე გასვლისას უსაზღვროდ კონცენტრირებულნი ვართ . კარლიტოსი რომ ჩემპიონი ეს ახალი ამბავი არავისთვის არის . ის გუნდის განკარგულებაში იმყოფება და ხედავდე თუ როგორ დარბის შეუჩერებლივ 90 წუთის მანძილზე ერთი სიამოვნებაა . ჩემპიონთა ლიგა ? გასული წლის გამოცდილება ძალზედ წაგვადგება , რადგან შარშანდელ სეზონამდე უმეტესობა ჩვენთაგანს იქ თამაშის გამოცდილება არ გააჩნდა , მაგალითად მე . მაქსიმუმისთვის უნდა ვიბრძოლოთ და სათანადოთ დავაფასოთ გალათასარაი და კოპენჰაგენი . ვიმედოვნებთ , რომ წარმატებით გადავლახავთ ჯგუფურ ეტაპს . ბერნაბეუზე ასპარეზობა კი საოცარ ემოციებთან იქნება დაკავშირებული “ – განაცხადა ლეონარდო ბონუჩიმ .
წყარო : Tuttosport
1-2 წელი გიხაროდეთ :დდ
ჰაშიმ მასტურის დაღვინებას ელოდებიი?? : )) ისე რამდენის არის ეგ ჩუვაკი
ფავორიტები კი ხართ მაგრამ რაიცი რა ხდება : ))
პოგბა პირლო ვიდალი ხო მაგარ პასებს ჩითავენ ბონუჩი რაღამ გადარია კომენტატორი გაგიჟდა ამის პასებზე ამ გუნდის შეჩერება ძაან რთული იქნება, ახლა ჩვენ მოწინააღმდეგეებს პირლოს გარდა სხვა ფეხბურთელების ამოკეტვა მოუწევთ მარა შეძლებენ ამას რო
როგორ დამევასა ეს კაცი ტოო! და ამართლებს. რა პასები დახატა ამას ვენაცვალე. ძველი დიდი ლიბეროები გამახსენდა
ბონუჩიმ ისეთი პასები გააკეთა, რომ პირლოსაც შეშურდებოდა
ფინალი არ გამახსენებინოთ :D
ბონი მაგარი კაცი :* რა პასები დაარიგა საღოოლ