სატრანსფერო ჭორები და სიახლეები
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ტურინის “იუვენტუსი” “კალიარის” შუახაზელის, რაჯა ნაინგოლანის დამატებას შეეცდება.რამდენიმე კვირის წინ სარდინიელებმა ბებერი ქალბატონის ორი წინადადება არ მიიღეს, ხვალ კი ჯუზეპე მაროტა შემოთავაზებას მაქსიმუმამდე გაზრდის და ბელგიელის სანაცვლოდ “კალიარის” 17 მილიონს შესთავაზებს.ლუკა მარონეს გასხვისების შემთხვევაში ნაინგოლანის ტრანსფერი გაცილებით რეალურ სახეს მიიღებს, რუსობლუს ერთ-ერთი ლიდერის პოტენციური ანაზღაურება ტურინში 1,5 მილიონი ევრო იქნება.
ანტონიო კონტეს განცხადების შემდეგ კი ლუკა მარონეს “სასოულოში” ტრანსფერს მხოლოდ ოფიციალური დადასტურებაღა აკლია.ახალგაზრდა იტალიელი ნახევარმცველის თანამფლობელობაში აყვანით ჯუზეპე მაროტა ხელთ დომენიკო ბერარდის იგდებს, რომელიც მომავალ სეზონს ასევე არენდის წესით, ეუსებიო დი ფრანჩესკოს კლუბში გაატარებს.ბერარდი 1994 წელსაა დაბადებული და პოზიციით შემტევი ნახევარმცველია, სერია A – ში მისი დებიუტი სულ რამდენიმე დღის წინ, “სასოულოს” შემადგენლობაში შედგა.ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხვალ ბებერ ქალბატონს “აინტრახტის” მცველი, მარკ-ოლივერ კემფი შეუერთდება.
ხუან კამილო სუნიგას საგას კი ხვალ საბოლოოდ მოეფინება ნათელი.კოლუმბიელმა ფეხბურთელმა ნეაპოლელებთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა და ახლა ჯერი აურელიო დე ლაურენტისზეა, გაასხვისებს სუნიგას თუ 2014 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეელევა მას.მოლაპარაკებები “იუვენტუსსა” და “ნაპოლის” შორის ხვალ განახლდება, მარჯვენა ფლანგელის ალტერნატივად ტურინელები მარკინიოს ან ალექსანდრ კოლაროვს განიხილავენ.
და ბოლოს, ფაბიო კვალიარელას გასხვისების შემთხვევაში მაროტა/პარატიჩის დუეტი მზადაა “ბოლონიას” გამოცდილი ფორვარდი, ალბერტო ჯილარდინო დაიმატოს.შეგახსენებთ, რომ 31 წლის ჯილარდინომ როსობლუს რიგებში გასულ სეზონში 35 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარი 13 – ჯერ აიღო.კვალიარელას მიმართ ინტერესს კი, ლონდონის “არსენალი” და “ვესტ ჰემი” იჩენენ.
წყარო : Tuttojuve; Football-Italia, Calciomercato
რამე არ ხდება წმსვლელ-მომსვლელებზე?
მე გუშინ ველოდებოდი სატრანსფერო ფანჯრის დახურვას და თან ფილმს ვუყურებდი და დავიგრუზე ღამე ცუდად დამთავრდა სკარლეტი რო მონაწილეობდა იმ ფილმზე ვიძახი
უახლეს სატრანსფერო სიახლეებსა და ჭორებს გაეცანით ჩვენს გვერდზე ფეისბუქში ))
– – – ლინკი – – –
giovinco არენდა
ბიჭებო ერთი ეგ მითხარით გაბიადინი სულ გაუშვეს თუ არენდა ისევ
ხო კაი კამანდაა ნახეთ
ნაინგოლანი ჭირდება გუნდს ერთი წესიერი ნახევარმცველი რომელიც დაასვენებს ნახევარდაცვას და ნაინგოლანი ზუსტად ეგეთია
ეს ძალიან კარგი მოტმაშეა ცენტრშიც შეუძლია და ფლანგებზეც
ამას კიდევ 2 მოთამაშე დავამატოთ მაგალითდ კანდრევა და ლუის მურიელი
დე ჩელიე და პადოინი როგორც ჩანს მინიმუმ ზამთრამდე იუვეში დარჩებიან.
43 გოლი სერია A-ს მეორე ტურში საოცრებაა, მე ასეთი რამე არ მახსოვს))) ნეტა რეკორდი ხომ არ არის??????
42 ია უკვე:)
სერია A ში რა გოლაობა მიმდინარეობს.. შეიძლება ყველა დროის რეკორდზეც გავიდნენ ასე თუ გააგრძელეს : ))
უხვგოლიანობა 3-5-2 ტაკტიკების და შემტევ სტილზე გადასვლების დამსახურებაა.. მალე შეიძლება 40 გოლს გადაცდნენ ამ ტურში