ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბონუჩი : ” კონტემ მოედანზე ის იუვე იხილა , რომელიც სურდა ”

” ეს ის იუვეა რომლის ხილვაც კონტეს სურს . პირველი 25 წუთი ჩვენი სრული დომინირებით წარიმართა , მაგრამ გაშვებულმა ბურთმა მცირე ჩავარდნა გამოიწვია . თუმცა , მეორე 45 წუთი აქტიურად დავიწყეთ და ვუჩინიჩის გოლმა სტატუს ქვო აღადგინა . ერნანეშის გაძევებამ კი ხელ ფეხი გაგვიხსნა და შედეგად მატჩის ტემპი დაგვაგდებინა . რომში მაშინ დავსაჯეთ როდესაც გარისკვა დაიწყეს , დღეს კი საკუთარ თამაშს პირველივე წამებიდან ვაწყობდით . ორი აზრი არაა , რომ მინდორზე დავამტკიცეთ თუ ვინ არის უძლიერესი . ბუნებრივია ჯიაკერინის და მატრის წასვლა იქონიებს ზეგავლენას , მაგრამ მოედანზე გასვლისას უსაზღვროდ კონცენტრირებულნი ვართ . კარლიტოსი რომ ჩემპიონი ეს ახალი ამბავი არავისთვის არის . ის გუნდის განკარგულებაში იმყოფება და ხედავდე თუ როგორ დარბის შეუჩერებლივ 90 წუთის მანძილზე ერთი სიამოვნებაა . ჩემპიონთა ლიგა ? გასული წლის გამოცდილება ძალზედ წაგვადგება , რადგან შარშანდელ სეზონამდე უმეტესობა ჩვენთაგანს იქ თამაშის გამოცდილება არ გააჩნდა , მაგალითად მე . მაქსიმუმისთვის უნდა ვიბრძოლოთ და სათანადოთ დავაფასოთ გალათასარაი და კოპენჰაგენი . ვიმედოვნებთ , რომ წარმატებით გადავლახავთ ჯგუფურ ეტაპს . ბერნაბეუზე ასპარეზობა კი საოცარ ემოციებთან იქნება დაკავშირებული “ – განაცხადა ლეონარდო ბონუჩიმ .

წყარო : Tuttosport

9 thoughts on “ბონუჩი : ” კონტემ მოედანზე ის იუვე იხილა , რომელიც სურდა ”

  1. პოგბა პირლო ვიდალი ხო მაგარ პასებს ჩითავენ ბონუჩი რაღამ გადარია კომენტატორი გაგიჟდა ამის პასებზე :givi: ამ გუნდის შეჩერება ძაან რთული იქნება, ახლა ჩვენ მოწინააღმდეგეებს პირლოს გარდა სხვა ფეხბურთელების ამოკეტვა მოუწევთ მარა შეძლებენ ამას რო :forza:

  2. როგორ დამევასა ეს კაცი ტოო! და ამართლებს. რა პასები დახატა ამას ვენაცვალე. ძველი დიდი ლიბეროები გამახსენდა :love: :love:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.