ბარძალის მაგივრად ნაკრებში ოგბონა ითამაშებს
ანდრეა ბარძალიმ ” ლაციოსთან ” მატჩის დროს მოედანი მარცხენა ფეხის ტკივილის გამო დატოვა, კერძოდ მას მყესი აწუხებდა. ამის მიუხედავად პრანდელიმ იგი ნაკრებში მაინც გამოიძახა, მაგრამ დღეს ცნობილი გახდა, რომ ანდრეამ დატოვა ნაკრების შემადგენლობა და მის მაგივრად ოგბონა ჩაეწერა.
ბარძალის ნაკრების გამოკლების მიუხედავად ” ბიანკონერების ” რიცხვი ეროვნულ ნაკრებში არ შემცირებულა. ერთმა ” იუვენტინომ ” მეორე ” იუვენტინო ” ჩაანაცვლა ჩეხეთის და ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ მოსამზადებელ ვარჯიშებზე.
წყარო : Juventus.com
უკვე მეორე თამაშია ნაკრებს ჯოვინკოს აღარ აკარებენ. მეორეს მხრივ წამოიწია სწორედ მისი სტილის თავდამსხმელმა ნაკრებში. (ინსინიეს ვგულისხმობ) რაც არ უნდა სამწუხარო იყოს სებას სანაკრებო კარიერა დასრულებულად უნდა ჩავთვალოთ. უნდა წასულიყო იუვედან ჯაკერინის პონტში და სხვა კლუბში უფრო მეტი სათამაშო დრო ექნებოდა. იუვეს სკამიდან არა მგონია პრანდელიმ ნაკრებში დაუძახოს.