ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გაბიადინი : ” იუვე უმთავრესი მიზანია ”

ფანტასტიური მომენტი მანოლო გაბიადინისთვის , რომელიც ჩეზარე პრანდელიამ უახლოეს სანაკრებო დაპირისპირებაზე ნაკრებში იხმო : ” იუვე ? ბუნებრივია ეს ჩემი უმთავრესი მიზანია . სამპაში სუპერ სეზონის ჩატარება მსურს , რის შემდეგაც რაიმე მნიშვნელოვანის მოპოვება . ტურინელებს ჯერ კიდევ ზამთარში სურდათ ჩემი დაბრუნება , მაგრამ მაშინ დარჩენა და რეგულარული ასპარეზობა ვამჯობინე . ჩემი სიტუაცია რომ გავითვალისწინო , აუცილებელია მუდმივი სათამაშო პრაქტიკის ქონა , რომ რაიმე ღირებულს მივაღწიო . იუვენტუსთან მატჩის შემდგომ , მეტოქის მცველებმა შემაქეს ? დიახ , მოვისმინე ამის შესახებ . რა უნდა ვთქვათ … როდესაც საქებარ სიტყვებს ჩემპიონებისგან ისმენ , ორმაგად გსიამოვნებს ” .

წყარო : Tuttosport

5 thoughts on “გაბიადინი : ” იუვე უმთავრესი მიზანია ”

  1. მაროტას კიდევ ერთი ძალიან სწორი ნაბიჯი, გაბიადინი ახალგაზრდა ფორვარდებს შორის მე პირადად ყველაზე მეტად მესიმპატიურება ) შარშან შეგვეძლო დაბრუნება და თავად დარჩა, სამპდორიაში კარგი სეზონი ჩაატაროს და დაიმატებს კონტე..

  2. :love: ეს ბიჭი მაგრად მევასება და რამის ყველა თამაშს ვადევნებ თვალს ამასიას აშკარა დიდი მომავალი აქდა იმედია მომავალ სეზონში იუვეს მაისურთ ვიხილვ :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.