პირლო: ” თამაშს გავაგრძელებ, მაგრამ არ ვიცი სად “
“იუვენტუსი” პირლოსთან ახალი კონტრაქტის თაობაზე 2013 წლის მიწურულს ისაუბრებს. იტალიელ ნახევარმცველს “ბებერ ქალბატონთან” ხელშეკრულება 2014 წლის ივნისამდე აკავშირებს, რის შემდეგაც 34 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდება. გაფორმდება თუ არა ახალი კონტრაქტი ზამთარში ეს ორივე მხარის პოზიციაზეა დამოკიდებული:” თამაშს აუცილებლად გავაგრძელებ, საქმე ისაა თუ სად. “იუვენტუსი” ჩემი პრიორიტეტია, მაგრამ არ მიდა ვინმეს ტვირთად დავაწვე. წლები მიდის და არსად წერია, რომ რახანც პირლო მქვია, ამიტომ უნდა დავრჩე. მინდა მნიშვნელოვან ფიგურად ვიგრძნო თავი, ვიგრძნო, რომ გუნდის წარმატებაში ჩემი წვლილი შემაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში წავალ. მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა, ფულის საკითხი ჩემთვის პრობლემა არ იქნება, არც გუნდებს შორის ვაპირებ არჩევანის გაკეთებაზე ფიქრს. თუ მაინც მომიწევს წასვლა, ალბათ საზღვარგარეთ მივაშურებ, სადაც მაღალი დონის გუნდში თამაშის გარძელების იმედი მაქვს. ” -აცხადებს პირლო.
წყარო: football italia
პირლო საჭირო ფეხბურთელია მისი გაშვება არ შეიძლება რადგან ცენტრს გაუჭირდება,მითუმეთეს შეტევის დაწყება პირლოს ევალება.მსგავსი მაღალი პასებით იუვეში კიარა ევროპაში ბადალი არაყავს.
დაიწყო ერთი ადგილის თამაში ამას მგონი უკვე წასვლა უნდა
რატო უნდა გაუშვან ვერ ვხვდები ამან რომც არ ირბინოს პასების კეთებას კაი ხანი შეძლებს რითაც ამოძრავებს გუნდს და მითუმეტეს რომ კონტე ისეთი ტაქტიკით თამაშობს მთელი წილი მეტ წილად გუნდი უტევს
იმედია წელს ლიგას მოიგებ