“იუვენტუსზე” ანდრე ვილაშ ბოაში და არსენ ვენგერი საუბრობენ
“იუვენტუსი” “ჩემპიონთა ლიგაზე” ნებისმიერი გუნდისათვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ამის შესახებ “არსენალისა” და “ტოტენჰემის” დამრიგებლები, არსენ ვენგერი და ანდრე ვილაშ ბოაში ტუტოსპორტთან საუბრობენ. ვენგერი: “ “იუვენტუსი” სიურპრიზს არ უნდა წარმოადგენდეს, ეს მაღალი რანგის გუნდია, უკვე ჩამოყალიბებული სათამაშო სტილის, გუნდურობის, კლუბური ორგანიზაციისა და სამწვრთნელო შტაბის კუთხითაც. ჩვენ სერიოზულ ძალაზე ვსაუბრობთ, რომელიც ფავორიტთა სიაში უნდა მოვისაზროთ. არ ვეთანხმები მათ, ვინც ფიქრობს, რომ იტალიური კლუბები ევროპულ დონეს ჩამორჩებიან. ეს სხვაობა რეალურად არ არსებობს, არც “ნაპოლი” და “მილანი” უნდა დავტოვოთ ყურადღების გარეშე. ” ვილაშ ბოაში:” “იუვენტუსს” აქვს ყველაფერი, რომ იგივე გაიმეოროს, რაც “ჩელსიმ” 2012 წელს გააკეთა. იტალიის ჩემპიონებს კარლოს ტევესთან ერთად ძლიერი, შეკრული და კონკურენტუნარიანი გუნდი ჰყავთ. ტევესი ის უნდა გახდეს, რაც დროგბა გახდა “ჩელსისთვის”, ამისთვის კი არგენტინელს ყველაფერი აქვს.”
წყარო: football italia
juve_alex

ვიღაც მილანელი აბატეს შემიდარებს მერე:D:D:D ჩეემი შვეიცარული ექსპრესი
დაიკიდე რა
ლიხშტაინერმა 2 გოლი გაიტანა
არ გვინდა ამდენი ლაპარაკი, ნაციონალების ლოზუნგს ვემხრობი
ტევესს შეუძლია იუვენტუსის ლეგენდა გახდეს გააჩნია რა მხრივ განვითარდება მოვლენები რას იზავს გუნდისთვის რასაც ვუყურებ იდეალურად მოერგო გუნდს და კლუბის ნაწილი გახდა ესეც კონტე პლიუსზე მიუთითებს შეუძლია ფეხბურთელის მორჯულება მე მაინც მგონია ტევესი თავის სახელს ჩაწერს იუვენტუსის ისტორიაში
აბა რა,წელს ლიგა ჩვენია
