ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პირლო: ” თამაშს გავაგრძელებ, მაგრამ არ ვიცი სად “

“იუვენტუსი” პირლოსთან ახალი კონტრაქტის თაობაზე 2013 წლის მიწურულს ისაუბრებს. იტალიელ ნახევარმცველს “ბებერ ქალბატონთან” ხელშეკრულება 2014 წლის ივნისამდე აკავშირებს, რის შემდეგაც 34 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდება. გაფორმდება თუ არა ახალი კონტრაქტი ზამთარში ეს ორივე მხარის პოზიციაზეა დამოკიდებული:” თამაშს აუცილებლად გავაგრძელებ, საქმე ისაა თუ სად. “იუვენტუსი” ჩემი პრიორიტეტია, მაგრამ არ მიდა ვინმეს ტვირთად დავაწვე. წლები მიდის და არსად წერია, რომ რახანც პირლო მქვია, ამიტომ უნდა დავრჩე. მინდა მნიშვნელოვან ფიგურად ვიგრძნო თავი, ვიგრძნო, რომ გუნდის წარმატებაში ჩემი წვლილი შემაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში წავალ. მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა, ფულის საკითხი ჩემთვის პრობლემა არ იქნება, არც გუნდებს შორის ვაპირებ არჩევანის გაკეთებაზე ფიქრს. თუ მაინც მომიწევს წასვლა, ალბათ საზღვარგარეთ მივაშურებ, სადაც მაღალი დონის გუნდში თამაშის გარძელების იმედი მაქვს. ” -აცხადებს პირლო.

წყარო: football italia

4 thoughts on “პირლო: ” თამაშს გავაგრძელებ, მაგრამ არ ვიცი სად “

  1. პირლო საჭირო ფეხბურთელია მისი გაშვება არ შეიძლება რადგან ცენტრს გაუჭირდება,მითუმეთეს შეტევის დაწყება პირლოს ევალება.მსგავსი მაღალი პასებით იუვეში კიარა ევროპაში ბადალი არაყავს. :juvee:

  2. რატო უნდა გაუშვან ვერ ვხვდები ამან რომც არ ირბინოს პასების კეთებას კაი ხანი შეძლებს რითაც ამოძრავებს გუნდს და მითუმეტეს რომ კონტე ისეთი ტაქტიკით თამაშობს მთელი წილი მეტ წილად გუნდი უტევს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.