ბუფონი : ” იუვე და მხოლოდ იუვე ! ”
ჯანლუიჯი ბუფონი კიდევ ერთხელ ადასტურებს , რომ კარიერის დასრულება უშუალოდ ტურინულ გრანდში სურს . 2001 წლის შემდგომ , როდესაც იგი პარმადან ბიანკონერიმ 51 მილიონ ევროდ შეიძინა , 430 მატჩი ჩაატარა . ნუმერო უნოს მტკიცებით , მას არანაირი სურვილი არა აქვს იასპარეზოს სხვა კლუბის მაისურით . ბულგარელების დამარცხების შემდგომ , მან მცირე კომენტარი მისცა ჟურნალისტებს : ” კარიერას ტურინში დავასრულებ და იქამდე ვიასპარეზებ , მანამ თავს არ მოვაბეზრებ . არც კი განვიხილავ ” იუვენტუსის ” დატოვებას “ . აძურის მთავარი მწვრთნელის – ჩეზარე პრანდელის თქმით რომ არა ჯანლუიჯი ბუფონის გასაოცარი რეაქციები მისი გუნდი ვერ შესძლებდა გამარჯვების მოპოვებას : ” არ ვიცი ნამდვილად რომელი ჩემს მიერ აღებული ბურთები იყო ყველაზე რთული . თუმცა , ვფიქრობ ეს იყო პირველი 135 სანაკრებო მატჩის შემდგომ “ . ამასობაში , უნდა აღინიშნოს ერთი ფაქტი . სულ მალე ჯიჯი ფაბიო კანავაროს დაეწევა ნაკრებში ჩატარებული მატჩების შემდგომ . 136 შეხვედრა უკვე ჩეხეთან მოახლოებულ დაპირისპირებაში იქნება მიღწეული . ბუფონი მოხარული იქნება თუ ეს ყოველივე იუვე არენაზე დაფიქსირდება , ოღონდ მას შემდგომ რაც აძური მუნდიალზე ასპარეზობის უფლებას გაინაღდებს : ” ეს იქნება დღესასწაული აბსოლიტურად ყველასათვის . აქ საქმე ეხება პირად სიამოვნებას , რომელიც ჯაჭვურად არის დაკავშირებული გუნდის წარმატებასთან , რადგან ერთი მეორეს გარეშე უფერულდება . აუცილებელად უნდა მოვიპოვოთ მუნდიალზე ასპარეზობის უფლება “.
წყარო : Tuttojuve
ბუფონი ერთადერთი ტურინელია რომელიც,მსოფლიოს ყველადროის სასტავის მეკარეა.
ჩემი აზრით..
არ ვიცი რომელი ჩემი აღებული იყო რთულიო — აჰაჰ ტექნიკურად მიაჯდა სხვებს , სხვას რო სეივში ეთვლება ბუფონისთვის ჩვეული მოვლენაა
იუვენტინოებო, თუ რომელიმე არ მყავხართ ფეისბუქზე, მეგობრებში, დამამატეთ