კასერეს ოპერაცია ესაჭიროება
სამწუხაროდ თავდაპირველი ინფორმაცია , რომელიც მარტინ კასერესის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხებოდა დადასტურდა . სამხრეთ ამერიკელმა მცველმა სანაკრებო ვოიაჟის დროს მუხლის ტრავმა მიიღო და როგორც უცხოელი კორესპონდენტები იტყობინებიან მას ოპერაციის გაკეთება მოუწევს . სარეაბილიტაციო პერიოდი 30-40 დღეს მოიცავს . ეს საკმაოდ არა სასიამოვნო ინფორმაციაა ანტონიო კონტესთვის , რომელმაც მნიშვნელოვანი ფიგურა დაკარგა ჩემპიონთა ლიგის ტურნირის დაწყების წინ . თავის მხრივ მირკო ვუჩინიჩის თაობაზე დამამშვიდებელი ინფორმაცია ვრცელდება , მას არაფერი სერიოზული არ სჭირს . სამედიცინო შტაბის განცხადებით ის სრულ მზადყოფნაში შეხვდება ” ინტერთან ” მატჩს , რომელიც ჯუზეპე მეაცას სახელობის არენაზე გაიმართება მოახლოებულ უქმეებზე .
წყარო : Tuttosport
ვუჩინიჩზე დამამშვიდებელი კი არა სამწუხარო ინფორმაცია ყოფილა. ან როგორ უნდა დამიშშვიდდე როცა იცი რომ მოედანზე 10 კაცით გადიხარ