ბონუჩი : ” ჯილარდინო ? მას ტურინში სურდა თამაში ”
ბიანკონერის ცენტრალურმა მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ , განაცხადა რომ ალბერტო ჯილარდონოს ძალზედ დიდი სურვილი ჰქონდა კარიერა ტურინში გაეგრძელებინა . 31 წლის ფორვარდი ზღვარზე იყო ამ ტრანსფერის განხორციელების , მაგრამ მოლაპარაკებები გარკვეული მიზეზების გამო ჩაიშალა : ” ჯილამ მითხრა , რომ უბედნიერესი ადამიანი იქნებოდა თუ კარიერას ტურინში განაგრძობდა “ – ციტირებს ლეოს სიტყვებს Tuttosport – ი . “ დასანანია , რომ მან ვერ მოახერხა კონტრაქტის გაფორმება სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე . ჯილა რეალურად შესძლებდა ჩვენთვის მეტი ვარირების საშუალებას , რითაც კონტე გაცილებით კომფორტულად იგრძნობდა თავს “ . აქვე უნდა აღინიშნოს , რომ ” პარმას ” და ” მილანის ” ექს ფორვარდს გენუურ კლუბთან 2016 წლამდე აქვს კონტრაქტი გაფორმებული .
წყარო : Football Italia
gila ცუდი არ იქნება გამოიყენებს კონტე კარგად საჯარიმოში მაგრად თAმაშობს სუფთა ინძაგის სტილში თამაშობს . სკამზე კაი იქნება ეგ
150 გოლი აქვს სერია A ში გატანილი ღადაობთ? მილანშიც და ფიორენტინაშიც ძალიან მაგარი იყო პლიუს ნაკრებში ჩვენ სასტავთან აქვს ნათამაშევი იცნობს და შეგუების დროზე ლაპარაკიც ზედმეტია გამოცდილია და სერია A ში ამას რო აქვს გამოცდილება …. მე მართლა მივესალმები თუ მოვა ყველანაირ კომპონენტში სჭირდება გუნდს ჯილარდინოს პერსონა 3 ტურნირი პლიუს კიდევ ვინ იცის რამდენი დაემატება , კონტე იდეალურად გამოიყენებს ამას ზამთარში წესით მოვა და გამიხარდება 31 წელიც არაფერი ჯერ ბევრი თავდასხმელი მახსოვს დიდ ასაკშიც კი გაუქაჩიათ
ერთი ეს მაზილაღა გვაკლია
