ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია (მიმოხილვა)

ტურინის “იუვენტუსის” მოთამაშეები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იქნენ გამოძახებულები. ტურინის “იუვენტუსის” და იტალიის ლეგენდარულმა მეკარემ ჯიჯი ბუფონმა 136-ე მატჩი ჩაატარა “აძურის” შემადგენლობაში, რაც ფაბიო კანავაროს რეკორდს უკვე 1 მატჩით უსწრებს. ჯიჯიმ კარი მშრალად ვერ შეინახა, მაგრამ იტალიამ გამარჯვება მოიპოვა (2:1) და მსოფლიო ჩემპიონატზეც გავიდა. ნუმერო უნოს უკვე მიულოცეს პაოლო ჩეზარე მალდინიმ, ალესანდრო დელ პიერომ და ფრანჩესკო ტოტიმ. რაც შეეხება “იუვენტუსის” შვეიცარიელ მცველს/ნახევარმცველს სტეფან ლიხტშტაინერს მან შვეიცარიის ნაკრებთან ერთად მორიგი გამარჯვება მოიპოვა, პირველ ადგილოსნებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა უკვე გაინაღდეს. რაც შეეხება საფრანგეთს : “იუვენტუსის” აღმოჩენამ პოლ პოგბამ გოლი უკვე ნაკრების შემადგენლობაშიც გაიტანა, მას “იუვენტუსში” 5 გოლი აქვს, ნაკრებში კი 1. “პოგბუმი” ნაკრებში 20 ნომრით მოღვაწეობს. იტალიის ეროვნული ნაკრები, რომელიც ჩეხეთს დაუპირისპირდა უკვე გასულია მსოფლიო ჩემპიონატზე, ხოლო იტალიელებიდან პირველი გოლი “იუვენტუსის” და იტალიის ნაკრების მესამე ნომერმა : ჯორჯო კიელინიმ გაიტანა. ხოლო რაც შეეხება ნომრებს : რობერტო ბაჯოს, ალესანდრო დელ პიეროს და ფრანჩესკო ტოტის შემდეგ შესაძლო “ათიანი” მარკო ვერატია… იტალიელმა ტალანტმა ბოლო 2 მატჩი 10 ნომრით გაატარა, მიუხედავად იმისა, რომ “მომავლის პირლო” სტადიონზე არ გაიყვანეს.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x