ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბონუჩი : ” საგანგაშო არაფერია ”

ლეონარდო ბონუჩის განცხადებით , ტურინელები ჯერ კიდევ მომგებიან პოზიციას იკავებენ და ჯგუფიდან ვერ გასვლის საშიშროებას საერთოდ ვერ ხედავენ : ” უამრავი ეპიზოდი შევქმენით მათ კართან , მაგრამ სამწუხაროდ სამი ქულის მოპოვება ვერ მოვახერხეთ . დასაწყისში მცირეოდენი დაბნეულობა შეიმჩნეოდა ჩვენს თავს , ხოლო მეტოქემ პირიქით , ცივი გონებით . არ ვიზიარებ იმ აზრს თითქოს გამარჯვებისკენ სწრაფვა გვაკლდა , ან მეტოქე არ იქნა შეფასებული სათანადოთ . გაიხსენეთ ინტერთან მატჩი … მომენტები იქაც გვქონდა და დანიაშიც და რომ გაგვეტანა ორივეგან , ეხლა ყველანი დიად იუვენტუსსზე ისაუბრებდნენ . ბუნებრივია გაბრაზებულნი ვართ , რადგან ამ სამ ქულას ფუნდამეტალური ხასიათი გააჩნია . მაგრამ ტრაგედიად ნამდვილად არ მივიჩნევ . შარშან იგივე სურათი იყო ” ნორდშელანდის ” შემთხვევაშიც , მაგრამ საბოლოო ჯამში ჯგუფის გამარჯვებულები გავხდით . შეხვედრა თურქებთან ? კარგად მესმის , რომ უნდა დავამარცხოთ გალა და უკვე ამის შემდგომ მადრიდში იგივეს განმეორებას უნდა ვეცადოთ . ყველაფერი შეიძლება , რომ მოხდეს . რეალი ძლიერია , მაგრამ მათი 6-1 მაოცებს , რადგან თურქები როგორც წესი საკუთარ არენაზე ძლიერები არიან . სიმშვიდე და ცივ სისხლიანობა უნდა შევინარჩუნოთ ” .

წყარო : Football-Italia

2 thoughts on “ბონუჩი : ” საგანგაშო არაფერია ”

  1. გაიხსენეთ ინტერთან მატჩი … მომენტები იქაც გვქონდა და დანიაშიც და რომ გაგვეტანა ორივეგან, ეხლა ყველანი დიად იუვენტუსსზე ისაუბრებდნენ .

    ბებიას რომ კვერცხები ქონოდა, ბაბუა იქნებოდა, ლეო :lool:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.