ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტეს მატჩისშემდგომი კომენტარი

” იღბალი არ იყო იუვეს მხარეს , როდესაც ვერონა ჩვენს საჯარიმოში შეიჭრა და ბურთი სტორარის კარში მოათავსა . თუმცა რეაგირება მალევე მოვახდინეთ და შევცვალეთ თამაშის სცენარი . ამის მერე შევინარჩუნეთ ტემპი და არა ერთი სახიფათო ეპიზოდი შევქმენით ვერონელთა კართან . აუცილებლად უნდა შევცვალო შემადგენლობა პერიოდულად , რადგან კალენდარი საკმაოდ დატვირთულია და პრაქტიკა ყველას უნდა ჰქონდეს უკლებლივ . მცველების როტაცია უკვე მეორე მატჩია მიმდინარეობს და რაც შეეხება ტევეს , მასაც მოუწევს ერთხელ სათადარიგოზე დარჩენა . მატჩი მძიმე გამოდგა . ჟორჟინიო ერთი სანტიმეტრითაც კი არ შორდებოდა პირლოს , ერთი პირობა ისიც კი ვიფიქრე რომ გასახდელშიც კი გაჰყვებოდა . მატჩის მიმდინარეობისას , ყველა ფეხბურთელს იმის სურვილი აქვს რომ პერსონალური მეურვის გარეშე იასპარეზოს . ერთხელ პირლო ტრეკუარტისტადაც კი გამოვიყენეთ , რომ ნახევარმცველებს ხელ ფეხი გახსნოდათ . მშვენივრად მესმის , რომ მეტოქე ეცდება მაქსიმალურად გათიშოს წამყვანი მოთამაშეები რომლებიც შეტევის დაწყებას უდებენ სათავეს , მაგრამ ადაპტირება უნდა მოვახდინოთ ამ არა სასიამოვნო ეპიზოდთან . ფორვარდებმა ბრწყინვალედ იასპარეზეს . კარლიტოსი საერთოდ საკვანძო ფიგურა ხდება და განსაკუთრებით მაშინ როდესაც მატჩის შედეგი გარდატეხის შეტანას საჭიროებს . ფერნანდომ კი ბრწყინვალე მატჩი გამართა , მას აქვს შანსი დიდ მიზნებს მიაღწიოს , გოლი კი ბუნებრივია თავდაჯერებულობას შემატებს მასაც და იმ ადამიანებს , რომლებიც მუხლჩაუხრელად შრომობდნენ იმისთვის , რომ ესპანელი ფორმაში ჩაეყენებინათ . ისე დავგეგმე , რომ ნადოს უნდა ეთამაშა ამ კვირაში სამი დაგეგმილი შეხვედრიდან ერთ ერთში და არჩევანი ვერონაზე შევაჩერე , რადგან შინაურ არენაზე , ტიფოზერია დიდ დახმარებას გაუწევდა “ – განაცხადა მატჩის შემდგომ ანტონიო კონტემ .

წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

11 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Di Francesco # 1
10 years ago

როსი და იგუაინი რო გვეყიდა რა მაგარი იქნებოდა

იგუაინი როსი ტევესი ჯოვინკო კვალიარელა

10 years ago

ესეიგი არ ეშვები ამ ჯოვინკო კვალიარელას რა… მიზეზი მარტივია, იტალიელობა… ვუჩინიჩი რომ იტალიელი იყოს, რას იტყდოი? ნაკრებში მიიწვიონო დაიწყებდი :-)0

Di Francesco # 1
10 years ago
Reply to 

ვუჩინიჩი სად გინდა რო ათამაშო როცა იგუაინი როსი და ტევესი გყავს? ეგდოს მირკო ზამენაზე და სებას გავუშვებ და კვალის წავლენ ითამაშებენ მაინც არაა პრობლემა :chuvak: ხალხი ზამენისთვის დავტოვე და მაინც უკმაყოფილოები ხართ
ისე შენ რომელი გირჩევნია ვუჩინიჩი იჯდეს უიმედო ზამენაზე თუ ჯოვინკო? უბრალოდ რო გადახედავ შემადგენლობას რომელი ჯობია რო იუვეში ირიცხებოდეს დაბადებიდან იუვენტინო ჯოვინკო თუ ვიღაცა მონტენეგროელი რომელიც თუ არ თამაშობს სულ არ აინტერესებს იუვეს შედეგი, მირკო იუვედან რო წავა ლაივსქორშიც არ ნახავს იუვეს შედეგებს :lool:

10 years ago

და ჯოვინკოს და კვალის სად ათამაშებ? ზამენაზე რა ვიჩი ვერ დაჯდება და თუ არ ეკადრება?
მე მირჩევნია იჯდეს მირკო, იმიტომ რომ ჯოვინკოს გაძლიერებული თამაში არ მინახია მე… ჯოვინკო კარგია, როცა იგებ 2:0 შეიძლება გაიტანოს მე-3 და მე-4 გოლი, მაგრამ ის რომ მან რამე გადაწყვიტოს და თავზე აიღოს თამაში ან ა.შ. არ მახსოვს… მითუმეტეს ევროპელი მცველი საერთოდ არ აქანებენ, ტანადობის გამო…
ასე რომ მირკო უფრო მეტად გამოადგება გუნდს, ზამენიდან ვიდრე ჯოვინკო… ჯოვინკოს ვარსკვლავი ვერა და ვერ ამოვიდა… სამწუხაროდ

10 years ago

neko_neko

კი, ნამდვილად მასე იყო კაპელოს იუვე… უძლიერესობის მიუხედავად, მაგიტომ ვერ აღწევდა ის იუვე ლიგაზე შედეგს, რომ იმ დროს როცა უკვე ფლეიოფები, 1/4, 1/2 ფინალების დროა ევროპაში, გუნდი გადამწვარი იყო… სერია ა-ს კი ყოფნიდა წინა ტურებში დაგროვილი ქულები…

10 years ago

გილოცავთ გამარჯვებას… ვერ ვუყურე თამაშს სამწუხაროდ, თუმცა კმაყოფილი ვარ იმით რომ ლორენტემ გაიტანა და საერთოდ არანაირ პრობლემას არ ვხედავ იმაში, რომ ვიჩინიჩი სკამზე იჯდა (ზოგს მირკოს ფანი ვგონივარ და ამიტომ ვუსვამ ხაზს მირკოს არ ყოფნას)… მთავარია 3 ქულა და გუნდმა მოიგო და ვინ იქნება სასტავში არ მაღელვებს…

neko_neko.
10 years ago

აგაშენა კონტე ღმერთმა მაგას ვიძახი ამდენი ხანია არ შეიძლება ერთი გუნდით თამაშობდე ყველგან მაგიტო ვერ მიაღწია ვერაფერს კაპელომ არადა რა შემადგენლობა ყავდა მაგ სასტავით კონტე თამაშს არ გამაზავდა , ისლაც უნდა გამოვიდეს სტორარიც ოგბონაც და ყველა 2 გუნდი რო გაკეთდება რომელიც ფორმაში იქნება და ერთმანეთს კონკურენციას გაუწევს მერე გაცილებით გაგვიადვილდება ლიგაზე თამაშიც მასე იგებენ გუნდები და მასე მოიგო ბაიერნმაც რესურსი ქონდა დიდი სხვა კი არაფერი

jjj jjj
10 years ago

:forza: :forza: :forza:

lasha naxucrishvili
10 years ago

:givi: მე მფრინავ ვირთხებს ვეძახი

d a v i d
10 years ago

ეხლა მფრინავ ვირებთან მიეცი შანსი და ეგ არი :chuvak:

ისე 4-3-3 სქემაც უნდა გამოიყენოს კონტე, აბა ეს 3-5-2 დაგვიმუღამეს :chuvak:

—————-ჯოვინკო—————-ტევესი—————–

————————-ლორენტე—————————–
ერთხელ ასეთი შემტევი ათამაშოს კონტემ რა იქნება?

ika_2488
10 years ago
Reply to  d a v i d

დღეს დავწერე ზუსტად ამ შინაარსის კომენტარი. მეც მაგრად მაინტერესებს ლორიესნტე სება და ტევესი როგორი თავდასხმა იქნება. ჩემი აზრისთ ძან მაგარი უნდა იყოს!!!! :forza:

| Newsphere by AF themes.
11
0
Would love your thoughts, please comment.x