ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანტონიო კონტეს წინასამატჩო პრესკომფერენცია

ლეონარდო ბონუჩისთან ერთად ვინოვოს პრეს-ცენტრს ანტონიო კონტეც ეწვია, რომელსაც ხვალ უშუალო დუელი თანამემამულე რობერტო მანჩინისთან მოუწევს : “დამაჯერებელი თამაში უნდა ვაჩვენოთ და საკუთარ მოედანზე სამი ქულა ავიღოთ.სატურნირო თვალსაზრისით ეს შეხვედრა უმნიშვნელოვანესია, ცხრილს დამაჯერებლად მადრიდის “რეალი” ლიდერობს, მადრიდელებმა თურქეთში საუცხოო თამაში აჩვენეს.”გალათასარაის” შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ ჩვენთვის დამატებითი მოტივაცია მე-12 ფეხბურთელი უნდა გახდეს, ანუ ატმოსფერო მოედანზე.”

ტურინში შეხვედრა სადებიუტო იქნება რობერტო მანჩინისთვის, რომელიც სტამბოლელებს სათავეში სულ რამდენიმე დღეა ჩაუდგა : “მანჩინის დაბრუნება მწვრთნელის რანგში გამიხარდა, გაიზარდა იტალიელი სპეციალისტების რაოდენობა ჩემპიონთა ლიგაზე.რობერტო ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მწვთნელია, წარმატებული როგორც იტალიაში, ისე მის საზღვრებს გარეთ.მასთან ასეთ მოულოდნელ შეხვედრას ნამდვილად არ ვინატრებდი, რამეთუ რთულია ტაქტიკურად გამოიცნო რომელ სქემას აირჩევს 2 დღის წინ დანიშნული სპეციალისტი.”

მადრიდის “რეალმა” თურქები საკუთარ მოედანზე 6-1 გაანადგურა : “საბოლოო ანგარიში ვერ ასახავს იმას, რაც მოედანზე ხდება, ამიტომ ხვალ მაქსიმალურად მოტივირებულნი უნდა ვიყოთ.პირველი ტაიმი “გალამ” მშვენივრად ჩაატარა, მადრიდელებმა კი მცირე მომენტიც გოლად აქციეს.ანგარიში რომ გათანაბრებულიყო, სიტუაცია ძალიან დაიძაბებოდა, თუმცა “რეალმა” შანსი ხელიდან არ გაუშვა და მეტოქეს 6 ბურთი გაუტანა.”

“კოპენჰაგენში უამრავი მომენტი შევქმენით, თუმცა მათგან მხოლოდ ერთი ვაქციეთ გოლად.დასკვნით ფაზაში ვერ ვიმარჯვეთ, დანიელების მეკარე კი მოწოდების სიმაღლეზე იყო.არ გაგვიმართლა, ის დღე ჩვენი ნამდვილად არ იყო.თუმცა, მირჩევნია ჩემმა გუნდმა ბევრი მომენტი შექმნას და მათგან ცოტა გამოიყენოს, ვიდრე საერთოდ ვერ შეუტიოს.”

ძირითად შემადგენლობასთან დაკავშირებულ კითხვას ანტონიომ ასე უპასუხა : “ნახევარდაცვასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვის ნიშანი არსებობს, პოგბა და მარკიზიო სხვებზე უკეთეს ფორმაში იმყოფებიან.ტევესს გუშინ არ უვარჯიშია, მის მდგომარეობას მატჩის სტარტამდე დავაკვირდებით.ტრავმირებულ ფეხბურთელს მოედანზე ნამდვილად არ გამოვიყვან.ვუჩინიჩი ? – დერბიმდე ვთქვი, რომ მირკო ნაკრებიდან ტრავმირებული დაბრუნდა და ფორმის აღდგენა გაუჭირდა.ვნახოთ, გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია.”

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
10 years ago

ანუ პოგბა და მარკიზიო ძირითადში იქნებიან.. უ უკეთეს ფორმაში არიან სკამზე რატომ უნდა დასვას

10 years ago
Reply to 

იმიტომ რო ვიდალი და პირლო სულ რო ცალფეხები იყვნენ მაინც იქნებიან ძირითადში… ეს იუვეა :forza: :forza: :forza:

valeri tokhadze
10 years ago

ფარჩაკი გუნდია ნაპოლი უბრალოდ ძაან დაბალი კლასი ააქვს იმედია ამ გათამაშებაში იუვე იტყვის თავის სიტყვას სხვა იტალიური გუნდი არ არის აბა რა დღეშია იტალიური ფეხბურთი

lasha naxucrishvili
10 years ago

იმედია რაღაც უაზრო თამაში არ იქნება.
ეს ნაპოლი რაღას შვება ტო :blin:

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x