ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე : ” ფეხბურთში ყველაფერი ხდება ”

” შევძელით ურთულეს შეხვედრაში გარდატეხის შეტანა , რომელშიც თავიდანვე არ წაგვივიდა თამაში ინდივიდუალური შეცდომის გამო . ნებისმიერ შეიძლება დაემართოს იგივე . საერთოდაც საშინელებაა , როდესაც 87 წუთზე იტან ბურთს და მომენტალურად ისევ უშვებ . ამ ყოველივეს ხშირად ნამდვილად ვერ იხილავ , მაგრამ ეს ფეხბურთია . ყველა ღონე ვიხმარეთ სიტუაციის გამოსასწორებლად , მაგრამ თუ გვსურს მომდევნო ეტაპზე ასპარეზობა , მადრიდელებთან მაქსიმუმის მაქსიმუმი უნდა გავიღოთ . წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის , რომ მეტოქე ჩვენზე მეტად იმსახურებს და მოგვიწევს ქედის მოხვრა მათ წინაშე . ტაქტიკა ? უპირატესობას ვანიჭებ მოთამაშეებთან გავარკვიო ეს საკითხი და არა ტელევიზიის წარმომადგენლებთან . როდესაც ანალიზს ვუკეთებთ თითოეულ შეხვედრას , ზუსტად იქ ჩანს რა გავაკეთეთ კარგად და რა პირიქით , ცუდად . შემიძლია გარკვეული კორექტივებები შევიტანო უშუალოდ მატჩის დროს , რითაც მეტოქეს დისკომფორტს შევუქმნი , მაგრამ ჩვენი ტაქტიკა 3-5-2 ია . შემადგენლობაში მყავს მხოლოდ სიმონე პეპე , რომელსაც ძალუძს 4-3-3 მოდულთან ადაპტირება , სხვა შემთხვევაში კი უბრალოდ ვარჩევ საუკეთესოს რათა ხელთ არსებულ ფეხბურთელს მეტი კომფორტი შევუქმნა . ვეჭვობ ლიხტშტაინერის და ისლას გამოყენება 4-3-3 ში ვინგერებად არ იქნებოდა გამართლებული , რადგან პეპე ტრავმირებულია არ რჩება უბრალოდ ფლანგელი რომელიც პროდუქტიულად იმოქმედებდა შეტევაში . შემადგენლობაში ხუთი ფორვარდი ირიცხება და ყოველი მათგანი გრძნობს საკუთარი სტატუსის მნიშვნელობას . რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მივიღო საზოგადოება მუდმივად უკმაყოფილო იქნება იმ მოთამაშით , რომელიც სათადარიგოზე დარჩა , რას ვიზამთ ყველას ერთდროულად ვერ მივცემ თავის გამოჩენის საშუალებას . ლიხტშტაინერს და ვუჩინიჩს კუნთის პრობლემები აწუხებთ , თუმცა უფრო დეტალური ინფორმაციისთვის უმჯობესია ხვალამდე მოვიცადოთ და იმედი ვიქონიოთ , რომ სერიოზულია არაფერია ” – განაცხადა ” გალათასარაისთან ” დასრულებული მატჩის შემდგომ ანტონიო კონტემ .

წყარო : Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
giorgi mchedlishvili
10 years ago

როდესაც ‘იუვე’ გქვია და იტალიის ჩემპიონი ხარ,უპრობლემოდ უნდა უგებდე დანიის და თურქეთის გუნდებს.

10 years ago

გეთანხმები…
ფრაზა “ეს ფეხბურთია” – მხოლოდ იუვეზე მოქმედებს :lool:

lasha naxucrishvili
10 years ago

იუვე თითქმის ყოველთვის პირველ ტაიმს თამაშობს საშინლად! კონტეს ბრალია ეგ ავალებს ფეხბურთელებს რო ასე უაზროდ ითამაშონ : :blin: მთელი პირველი ტაიმი უაზრო პასები :blin: :blin:

delpieronedved
10 years ago

მე უფრო მეტს მოველოდი იუვენტუსისგან ვიდრე ასეთ სამარცხვინო თამაშ შეეშვით ბონუჩის თვითონ გუნდის თამაში მოგეწონათ ვინმეს საერთოდ მომენტი ვერ შექმნეს ორი მომენტის გარდა ნახევარდაცვა იყო საერთოდ სანაგვე როგრც დაცვა და თავდასხმაც იუვენტუსს არ ყავს სათადარიგოთა სკამი

10 years ago
Reply to  delpieronedved

მე რო მკითხო ბონუჩის დიდი წვლილი მიუძგვის გუნდის უსუსურ თამაშში, პირველ ტაიმში 50 შორეული გადაცემიდან დაახლოებთ 30 ბონუჩიმ გააკეთა, და ყველა არასწორი. არ ვიცი კონტეს დავალება იყო თუ რა იყო მარა ბონუჩიმ ძალიან ბევრი ბურთი აჩუქა თავის სულელური გრძელი გადაცემებით მოწინააგმდეგეს

10 years ago

მე ვერ ვიტყვი რომ გუნდმა არ მოინდომა, ან რამე დააკლო, განსხვევებით კოპენჰაგენისგან, როცა აშკარად შემადგენლობა იყო ისეთი, რო იგრძნობოდა მეტოქის ვერ შეფასება სწორად… გუშინ არ იყო იუვეს დღე…
მოხდება ისე, რომ გალას სტამბულში მოვუგებთ, როგორც საჭირო დროს დონეცკში მოვიგეთ შარშან

osvaldo ardiles
10 years ago

უკვე ყელში ამოვიდა ამის უაზრო კომენტარები ყველა მატჩის შემდეგ. წადი კონტე და გაიყოლო ის ვაი ფეხბურთელები რომლებიც იუვეს სახელს არცხვენენ. გალათასარაისთან ფრე ბოლო წვეთი იყო. 2 წამით ვერ შეინარჩუნეს ანგარიში. პენსიონერმა დროგბამ წაღმა-უკუღმა ათრია ჩვენი სანაქებო დაცვა. წარმომიდგენია რონალდო რას უზამთ, უფრო სწორად წარმოდგენაც არ მინდა. :blin: :blin: :blin:

10 years ago

რობერტო მანჩინიმ განაცხადა, მსაჯს პენალტი რომ არ დაედო საერთოდ მოვიგედით ამ თამაშსო…

Tornike Iosava
10 years ago
Reply to 

moigebdnen kidevac darcmunebuli var

| Newsphere by AF themes.
9
0
Would love your thoughts, please comment.x